ფერიცვალება - ციტატები, გამონათქვამები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
სულიერი ფერისცვალებისათვის აუცილებელია ადამიანის ხელახლა შობა, მისი სრული შინაგანი სახეცვლილება.
მორწმუნე ადამიანი სულ სხვანაირად აღიქვამს სამყაროს; მასში ხდება სრული სულიერი ფერისცვალება, იცვლება აზროვნება, იწმიდება გული...
ადამიანი მოწოდებულია არა მარტო სულიერი ხედვისა და ღვთის შემეცნებისათვის, არამედ - განწმენდისა, ფერისცვალებისა და ღმერთთან შეერთებისათვის.
მთელი ჩვენი ცხოვრება - ეს არის უფალთან შეხვედრისათვის მზადება. თუ ადამიანში არ ხდება პროცესი სულიერი განწმენდისა და ფერისცვალებისა, ეს შეხვედრა სამწუხარო შედეგით დამთავრდება. მიუხედავად იმისა, სწამს თუ არა ღმერთი პიროვნებას, უნდა ... იხილეთ სრულად
ჩვენში ვერ მოხდება ფერისცვალება, თუ ეკლესიის ცოცხალი წვერნი არ გავხდით. ეკლესია თავის წიაღში აერთიანებს ადამიანებს და მერე ღვთის გზით მიჰყავს ისინი. იგი გარდაქმნის მათ სულებს და ქრისტეს სხეულის ნაწილად ჰყოფს.
ეკლესიური ცხოვრება ქრისტიანისა არის მუდმივი განახლებისა და ფერისცვალების პროცესი, ესაა შემოქმედებითი ხედვა სამყაროსი და სულიერი მიახლოება სრულყოფილებასთან.