რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა განმტეხელსა!
ხოლო, უწინარეს ყოვლისა, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რომელსამე სხვა ფიცს; არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო - ჰო, და არა - არა, რათა არ ჩაცვივდეთ განსაკითხველში.
თ. 5
კვალავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ, ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია;
ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლ...
იხილეთ სრულად
კვალავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ, ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია;
ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც იერუსალემს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია.
ნურც შენს თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება.
არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია.
თ...
link
ფიცილს ნუ შეაჩვევ შენს პირს და ჩვევად ნუ გაიხდი წმიდის სახელის ხსენებას.
რადგან როგორც მონას, რომელიც წამდაუწუმ ისჯება, არ მოაკლდება წყლულები, ასევე სულმუდამ მოფიცარი და წმიდის სახელის მხსენებელი ცოდვისგან ვერ განიწმიდება.
იხილეთ სრულად
ფიცილს ნუ შეაჩვევ შენს პირს და ჩვევად ნუ გაიხდი წმიდის სახელის ხსენებას.
რადგან როგორც მონას, რომელიც წამდაუწუმ ისჯება, არ მოაკლდება წყლულები, ასევე სულმუდამ მოფიცარი და წმიდის სახელის მხსენებელი ცოდვისგან ვერ განიწმიდება.
მიწყივ მოფიცარი, უსჯულოებით აღივსება და მის სახლს შოლტი არ მოსცილდება; თუკი შესცოდავს, მისი ცოდვა მასთანავე იქნება და თუკი არად ჩააგდებს, ორმაგად შესცოდავს; ხოლო ტყუილუბრალოდ დაიფიცა, ვერ გამართლდება და მისი სახლი აღივსება უბედ...
link
544. შეიძლება თუ არა დაფიცება?
ცოდვაა თქმა: „დაიფიცე...“ „დაიფიცე ღმერთი...“?
933. როცა ადამიანმა ფიცი დადო, რომ ვინმეს ბოროტს გაუკეთებდა, უნდა შეასრულოს იგი, თუ უმჯობესია გატეხოს?
იხილეთ სრულად
ვინც სხვისთვის ბოროტების გაკეთების ფიცს დადებს, სინანული უნდა აჩვენოს. ჰეროდეს არაფერი არგო ფიცის დაცვამ: იგი წინასწარმეტყველის მკვლელი გახდა. ამის გამო მფიცავმა უნდა დაარღვიოს ფიცი და არ უნდა სურდეს თავისი დაუფიქრებლობის განმტკიცება.
link
ერთი კიეველი დიდებული, სახელად იოანე, კიევო პეჩორის ლავრაში ანგელოზებრივი სახით შეიმოსა და თან წაიყვანა თავისი ყრმა შვილი, სახელად ზაქარია. როდესაც მოახლოებული სიკვდილი იგრძნო, იოანემ მასზე მზრუნველობა ღვთაებრივ განგებულებას მიანდ...
იხილეთ სრულად
ერთი კიეველი დიდებული, სახელად იოანე, კიევო პეჩორის ლავრაში ანგელოზებრივი სახით შეიმოსა და თან წაიყვანა თავისი ყრმა შვილი, სახელად ზაქარია. როდესაც მოახლოებული სიკვდილი იგრძნო, იოანემ მასზე მზრუნველობა ღვთაებრივ განგებულებას მიანდო; ერთ ბერს კი, სახელად სერგის (რომელიც ბერად შედგომამდე აგრეთვე დიდგვაროვანი იყო და შემდეგ მასთან ერთად აღიკვეცა), დაუტოვა ათასი გრივი ვერცხლი და ასი გრივი ოქრო, რათა მისი შვილის სრულწლოვანებამდე შეენახა და შემდეგ ყრმის...
link
680. ჩემს მოყვასთან უთანხმოებისას აღელვების ნიადაგზე პირჯვრით დავიფიცე, რომ აღარ შევურიგდებოდი მას. შეიძლება თუ არა ამ ფიცის დარღვევა?
იხილეთ სრულად
ქალაქში ყოფნისას ვიღაც ქრისტეს მოყვარეთაგანმა მთხოვა: ჩემსა და ძმას შორის უსიამოვნება ჩამოვარდა. ძმას არ სურს შერიგება ჩემთან და ამისათვის გევედრები, რათა უთხრა კეთილი სიტყვა შესარიგებლად. მე ხალისით დავთანხმდი და მოვიხმე ის. როცა მოვიდა, მოვუწოდე მას სიყვარულისა და მშვიდობისაკენ, მაგრამ მან დანანებით მითხრა: პირჯვრით დავიფიცე, რომ აღარ შევურიგდები და ფიცს ვერ გავტეხავო. მაშინ გაღიმებულმა ვუთხარი: შენს ფიცს ასეთი აზრი აქვს: ვფიცავ პატიოსან ჯვარს ...
link
727. როდესაც მამები რომელიმე საქმის განსჯას მომანდობენ, მე კი მაინცდამაინც ვერ ვენდობი საკუთარ თავს, როგორ მოვიქცე: უარი ვუთხრა, თუ დავთანხმდე მათ წინადადებას? ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, თუ ჯერ მცოდნეებს ვკითხო და შემდეგ წარმოვთქვა ჩემი აზრი?
იხილეთ სრულად
რადგან მამები გიბრძანებენ, იმსჯელე საქმეზე და უთხარი მოკამათეებს, რომ შენ საქმეს ისე განსჯი, როგორც სამართლიანად გეჩვენება; ამასთანავე, შეეცადე შენი აზრი სამართლიანობაში განამტკიცო და გული ვინმესკენ ვნებით ან განწყობით არ გადახარო. არსებული სიმართლე ისე თქვი, როგორც შენ ხედავ. რამეთუ ღმერთი, რომელმან, მხოლომან იცის ჭეშმარიტება, ჩვენ თავისუფალ ნებას სჯის. თუ გსურს იმას ჰკითხო, ვინც შენზე კარგად იცის, მაშინ ესეც არ იქნება შეუფერებელი.
link