შვილები - ციტატები, გამონათქვამები
შვილები - ციტატები, გამონათქვამები შვილები, გამონათქვამები, ციტატები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ფრიად სასურველია, სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდეს ჩვილობის ასაკში ბავშვისა და დედის ერთად ყოფნის ხელშეწყობა და დედისათვის ხელფასიანი შვებულების თუნდაც ექვს თვემდე გაზრდა.
ქორწინება, რომელშიც ბავშვები არასასურველია, ეგოიზმზე, ვნებებზე და, მაშასადამე, სიყვარულის მდაბალ სახეზეა დამყარებული.
ბავშვში, გარდა მშობელთა მსგავსებისა, არის რაღაც ინდივიდუალური, განუმეორებელი, მას აქვს საკუთარი გზა სულიერი და ფიზიკური განვითარებისა.
ღვთის სიყვარულს, რომელშიც გაერთიანებულია ყოვლისმომცველი სიყვარული მამისა, თავშეწირული სიყვარული ძისა და განმანათლებელი სიყვარული სულისა წმიდისა, კაცობრიობა შვილის სიყვარულით უნდა პასუხობდეს.