
იფხიზლე, ძმაო! შენ მოკვდავი და წარმავალი ხარ: ნუ მოისურვებ, ამ მცირე დროის გამო მარადიული ცხოვრება დაკარგო.
იფხიზლე, ძმაო! შენ მოკვდავი და წარმავალი ხარ: ნუ მოისურვებ, ამ მცირე დროის გამო მარადიული ცხოვრება დაკარგო.
მონასტრის ყველა მცხოვრები როდია მონაზონი, არამედ იგი - რომელიც მონაზვნურ საქმეს აღასრულებს.
აღსარება და ზიარება არსით ყველაზე აღმატებულია ყოველგვარ ღვთიურ ნიჭთაგან. ამასვე განეკუთვნება წმიდა წერილები.
იმისთვის კი არ განვიკითხებით, რომ ჩვენში ზრახვები შემოდის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ მათ ცუდ მიმართულებას ვაძლევთ
როდესაც უფალი ჩვენი ლოცვის შესმენას აყოვნებს, ამას ჩვენს სასარგებლოდ იქმს, რათა მოთმინება გვასწავლოს; ამიტომაც გული არ უნდა გავიტეხოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვლოცულობდით და უფალმა არ შეისმინა. ღმერთმა იცის, რა არის ადამიანისათ... იხილეთ სრულად
ნუ დაფარავ გულისთქმას, რადგან ის, ვინც მალავს გულისთქმას, ახარებს ბოროტ სულს, რომელიც ცდილობს მისი სულის დაღუპვას. ვინც თავის გულისთქმებს მალავს, ის ვერ განიკურნება, ხოლო ვინც ამ გულისთქმებს მოძღვარს გაუმხელს ის გამოსწორდება.... იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უფლის სახელის განუწყვეტელი მოხმობა მკურნალობაა, რომელიც კლავს ვნებებსაც და მათ მოქმედებასაც. როგორც ექიმი შეურჩევს მკურნალობას ან სალბუნს ავადმყოფის ჭრილობას და ისინი მოქმედებენ ისე, რომ ავადმყოფმა არც კი იც... იხილეთ სრულად
საუბრის დროსაც, საუბრის დაწყებამდე, საუბრის შემდეგაც და ყოველ ჟამს და ყოველ ადგილას უნდა ვუხმობდეთ ღმრთის სახელს. წმიდა წერილი ამბობს: „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თესალ. 5, 18), რამეთუ ამით განქარდება ყოველი განსაცდელი.
როდესაც ვინმე გეტყვის – „ილოცე ჩემთვისო“, თქვი გულში: „ღმერთმა შეგვიწყალოს ჩვენ“ და ეს საკმარისია. ხოლო მისი მუდმივად მოხსენიება არ არის შენი საქმე, არამედ (სულიერ) სრულყოფილებაზე მიღწერულთა, რომელთაც ძალუძს ერთმანეთისთვის ლოცვა.
ყველა ვნებას სიმდაბლე ამარცხებს, რომელიც შრომით მოიპოვება, ძმაო! ღმერთმა მოგცეს ძალა განკითხვასთან (განსჯასთან) და ღმრთის შიშთან შეერთებული.