თემა: ბერ მონაზვნობა

861. რისი გამომსახველია სამონაზვნო სქემა?სამონაზვნო სქემა გამოსახავს უდაბნოში მოღვაწე იოანე ნათლისმცემელს, რომელიც აქლემის ბალნით იყო მოსილი, წელზე კი ტყავის სარტყელი ჰქონდა.
link
 

თემა: ბერ მონაზვნობა

92. ესაჭიროება თუ არა ბერმონაზვნებს წიგნის კითხვა?თუკი მონაზონს სურს, რომ არა მხოლოდ სამოსით იყოს მონაზონი, არამედ ჭეშმარიტებითა და ცხოვრების წესით, მისთვის წიგნის კითხვა აუცილებელია. წიგნების გარეშე კი არათუ მონაზონი ვერ იქნები, არამედ ჭეშმარიტ წაროდგენასაც კი ვერ შეიძენ იმის შესახებ, თუ რა არის მონაზვნობა
link
image

თემა: ბერ მონაზვნობა

864. როგორ ახასიათებენ ჭეშმარიტ ბერებს წმ. მამები?ისინი არ განიცდიან იმ ნეკნის საჭიროებას, რომელსაც ეყვარებოდა საკუთარი სხეული, არ ეყრდნობიან ნორჩ ხელებს, ე.ი. თავიანთ შვილებს, არ სასოებენ ნათესავებსა და მეგობრებს, სისხლსა და ხორცს, რომელიც ცისკარსავე განქარდება; ქალაქებსა დასაზოგადოებაში მათ თავიანთი თავდაჯერებული სიმტკიცით როდი მოაქვთ თავი, არც სწრაფწარმავალ ადამიანურ დიდებას მიელტვიან; არამედ ღვთისაკენ მიაპყრობენ რა მთელს თავიანთ გონებას, ღვთაებრივ უმტკიცეს ლოდს მიაჯაჭვავენ საკუთარ გემბანს.
link
image

თემა: ბერ მონაზვნობა

545. რატომ არტყიათ ღვთისმსახურთა და ბერ–მონაზონთ წელზე ტყავის სარტყელი?იმიტომ, რომ მზად ვიყოთ საქმისათვის, რადგან ყოველი კაცი საქმის აღსრულებისას პირველად წელზე მოირტყამს და ამგვარად შეუდგება საქმეს, როგორც წერია: „იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ“ (ლუკ. 12.35). მეორედ იმისათვის, რომ როგორც ტყავის სარტყელი არის დამზადებული მკვდარი გვამისაგან, ასევე, ჩვენ უნდა მოვაკვდინოთ ჩვენი გულისთქმები. ხოლო წელზე გვარტყია იგი და იქვეა თირკმელნი, რომელშიც არის სწორედ სულის გულისთქმა. ამიტომ ამბობს მოციქული: „მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვა, არა–წმიდება“ და ა.შ. (კოლ. 3.5)
link
image

თემა: ბერ მონაზვნობა

810. როგორ იყვნენ განწყობილნი რომის მოქალაქეები ბერ–მონაზონთა მიმართ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდგომ წლებში?ბოლოს და ბოლოს როდისღა განდევნიან ქალაქიდან ბერ–მონაზონთა ამ საძულველ მოდგმას? რატომ არ ჩაქოლავენ მათ ქვებით ან რისთვის არ გადაჰყრიან ამ ხალხს მდინარეში? – ასე გაიძახოდა ხალხი.
link
image

თემა: ბერ მონაზვნობა

846. ზოგიერთი ქრისტიანი ამგვარად ფიქრობს: მკაცრი ცხოვრება და სიწმინდე მხოლოდ ბერ–მონაზვნებისათვისაა აუცილებელიო. რამდენად მისაღებია ასეთი განსჯა?მთელი ქვეყანა გარყვნა და დააქცია იმან, რომ ბევრი ასე ფიქრობს, თითქოს მკაცრი ცხოვრება და სიწმინდე მხოლოდ ბერ–მონაზვნებისთვის იყოს აუცილებელი, სხვებს კი ნებადართული ჰქონდეთ უზრუნველი ცხოვრება.
link