წმ. ფილარეტი მიტროპოლიტი მოსკოვისა - ციტატები, ამონარიდები
ღმერთი ყოვლად ბრძნულად და სიმართლით განაგებს სიღარიბეში მყოფთა კეთილდღეობას კაცთმოყვარე კეთილისმყოფელთა მეშვეობით და კეთილისმყოფელთა ნეტარებას – კაცთმოყვარეობის საქმეთა მეშვეობით.
ისევე, როგორც წყალუხვი წყარო, რომელიც შენდა საბედნიეროდ შენ ეზოში აღმოაჩინე, და რომლითაც სხვებსაც დაარწყულებ, დაე, ასევე მოედინებოდეს და გაედინებოდეს შენგან სიმდიდრე.
ყოველივეს ოქროდ გადაქცევის ხელოვნება სულაც არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ხელოვნება მკვდარი ოქროს ცოცხალ და სიკვდილისგან განმათავისუფლებელ სათნოებად გადაქცევისა.
მხოლოდ ის არაა ვერცხლისმოყვარე, ვისაც ბევრი აქვს და არ უწილადებს ღარიბებს; არამედ ისიც, ვისაც თუმცა კი არ აქვს ზედმეტი, მაგრამ ხარბად ნატრობს მას და მუდმივად ამაზე ფიქრობს.
საშინელი ვნებაა მომხვეჭელობა, ყველაფრის ხელში ჩაგდებას ლამობს და ვერაფრით კმაყოფილდება, სულს, რომელსაც დაეუფლება, ბოროტების უფსკრულში გადაჩეხს. ამიტომ დასაწყისშივე განვაგდოთ ეს ვნება. თუ გაძლიერდა, მისი დამარცხება შეუძლებელი გახდე... იხილეთ სრულად