ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
მოძღვარი: პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულიერი ბრძოლა [გვ. 47]
თემა:

სულიერი ბრძოლა,  ბოროტი ზრახვები,  კეთილი ზრახვები

წმიაო მამაო, მწუხარება და მოწყინება მტანჯავს, ნამდვილ სატანჯველს განვიცდი.
აბა უყურეთ, მისთვის ტანჯვა ჯერ არავის დაუვალებია და ეს უკვე იტანჯება! შენ გაქვს თვითშთაგონება, "მემარცხენე" აზრები უკვე შენს მდგომარეობად იქცა და ამიტომ იტანჯები, ახლა "მემარჯვენე" აზრები გვჭირდება. შენს სულიერ წარმოებაში მზაკვრული მექანიზმების რეკონსტრუირება უნდა მოახდინო, რათა ისინი კეთილად იქცეს. ყველაზე გამოსადეგი წარმოება ადამიანისათვის ესაა "კეთილი ზრახვების" ფაბრიკის გახსნა. მაშინ შენი გონება ყველაზე ცუდსა და საძაგელსაც კი კეთილად გარდაქმნის. როდესაც ადამიანის სულს დაინახავ და მასში ანგელოზს აღმოაჩენ, შენც ანგელოზის მსგავსად ზეცაში ამაღლდები. ასეთ შემთხვევაში შენი ცხოვრება ზეიმად, დღესასწაულად იქცევა. მაგრამ თუ ადამიანში მხოლოდ ხრწნადობას ხედავ, თვითონაც ჯოჯოხეთურ ტანჯვას განიცდი.
წმიდაო მამაო, ხდება, რომ კთილ ზრახვებს ავამუშავებ, მაგრამ მალევ მოდის "მემარცხენე" ზრახვები და მთელი ჩემი კეთილი მცდელობა იფუშება, შესაძლოა იმიტომ, რომ კეთილი ზრახვები გულიდან არ მოდის?
ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ შენი კეთილი ზრახვები გულიდან მოდიოდეს, ხოლო თუ "მემარცხენე" აზრი შემოგიტევს, თქვი: "ეს რაღაც გარე აზრია, უნდა განვდევნო, საკითხი დახურულია და განსჯას აღარ ექვემდებარება".
წმიდაო მამაო, ხდება, რომ დიდი წვალებით განვდევნი "მემარცხენე" ზრახვას, მერე კი კვლავ უკან ბრუნდება, ასეთი რამ რატომ ხდება, თუკი "საკითხი დახურულია"?
აი ასე, საკითხი კი დახურულია, მაგრამ მაცდური არ იხურება და მუშაობას აგრძელებს. ეშმაკი ცოცხალია, არასოდეს კვდება. ერთი მოხუცი ბერი მოამბობდა: "ძაღლს რომ ერთი-ორჯერ მოსცხებ, გარბის, ეშმაკი კი არ გარბის - თავისაზე დგას, აი, ამისთანაა სინდისგარეცხილი! წასვლა რომ ვაიძულო, ჩემი სენაკის მფარველი წმიდანი ხატის წინაშე ვანთებ სანთელს, ეშმაკები კი მეუბნებიან: "ეს ჩვენ დაგვინთელი სანთელი"? - აი თქვე მაცდურებო, - ვეუბნები - თქვენ რად დაგინთებდით"?! - "დიახაც, - მომიგებენ ხოლმე - შეიძლება, ჩვენთვის არ დაანთე, მაგრამ ჩვენ გაიძულეთ".
წმიდაო მამაო, ღმერთი დაეხმარება იმ ადამიანს, რომელიც დაბრკოლებასთან შეხვედრისთანავე იწყებს დრტვინვას: "ღმერთო ჩემო, რაღა მე დამემართაასე"?!
აბა, ასეთ ადამიანს როგორ დაეხმარება?! საფუძველი ის არის, რომ ადამიანმა ყოველივე კეთილი ზრახვით განმარტოს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ნახავს ის სარგებელს, ზოგიერთ ადამიანს (და მის სულიერ ავტომობილს) კარგი ძრავა აქვს, მას ბევრი შესანიშნავი პირობა აქვს სულიერი ცხოვრებისათვის, მაგრამ საჭეს იქით არ ატრიალებს, სათაც საჭიროა, თუკი ის ოდესმე კეთილი ზრახვებისაკენ მიმართავს საჭეს, მაშინ ეს ადამიანი საჭირო კურსით არჩევასა და სწრაფ წინსვლას შეძლებს.
image
 



21 ივნისს (ახალი სტილით: 04 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28