თემა: ღმერთი, ჭეშმარიტება
"ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხოვრებად". (იოანე 5, 24).
ღმერთი უზენაესი სულია. იგი არავის უნახავს, რადგან მიუწვდომელ ნათელში არსებობს. არ შეიძლება ღმერთი მოხუცად წარმოვიდგინოთ, რომელიც ღრუბლებიდან განაგებს ქვეყნიერებას... ზოგს ღმერთი სამყაროში გაბნეული ჰაერი ჰგონია. არც ესაა სწორი. უფალი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც ბუნებისაგან, სამყაროსაგან დამოუკიდებლად არსებობს.
ღმერთი უკვდავი და მუდმივია. იგი სამყაროს, დედამიწის, ადამიანის გაჩენამდე არსებობდა. ღმერთისთვის არ არსებობს დრო: არც წარსული, არც მომავალი. ათასი წელი მისთვის ისეა, როგორც ერთი დღე, ერთი დღე კი ისე, თითქოს ათასი წელი.
ღმერთი – ეს არის უსაზღვრო სიყვარული, სიცოცხლე, სიმდიდრე, სილამაზე, უსაზღვრო კეთილი ძალა, ე. ი. ყველაფერი კეთილი თვით ღმერთშია. ღმერთმა ადამიანიც სიკეთისათვის შექმნა და საერთოდ, ღმერთს მთელი სამყარო მის შექმნამდე ჰქონდა გააზრებული. ადამიანს მან გაჩენისთანავე თავისუფლება უბოძა, მაგრამ ჩვენ, ადამიანებს, სიამაყემ დაგვაკარგვინა თავისუფლება, უფლისაგან ბოძებული ეს უდიდესი წყალობა. პეტრე მოციქული ამბობს: "შეიცან ჭეშმარიტება და ის გაგხდის შენ თავისუფალს". ე. ი. უნდა შევიცნოთ ღმერთი, მივუახლოვდეთ მას, რადგან ჭეშმარიტება ეს არის ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმიდა ღმერთი – წმიდა სამება. წმიდა სამება ეს უდიდესი საიდუმლოებაა და მას ადამიანის გონება ვერ სწვდება. წმიდა სამება: მამა, ძე და სული წმიდა. მამა შობს ძეს და სული წმიდა, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის იცემების და იდიდების.
ცოტათი მაინც რომ ჩავწვდეთ სამების არსს, მოვიყვანოთ ასეთი შედარებანი: არსებობს მზე, სხივები და სითბო. მზე შეიძლება შევადაროთ მამა ღმერთს, მისგან გამოსული სხივები ძეს და სითბო სული წმიდას. უნდა ავიღოთ გონება, აზრი, საქმენი. ადამიანის გონება შევადაროთ მამაღმერთს, გონება ყოველთვის შობს აზრს, ე. ი. ძეს, ხოლო ამ აზრის განხორციელება – სული წმიდის მადლს.
ღმერთმა შექმნა სამყარო და ამ სამყაროში გამოხატულებას პოულობს მისი ხატება სამების სახით. შედარებისათვის ისევ მივმართოთ მაგალითებს: ადამიანიც შედგება სულისაგან, სამშვინველისაგან და სხეულისაგან. უნდა დავაკვირდეთ ცეცხლს. იგი გამოყოფს სინათლეს, სითბოს, კვამლს. წყალიც შეიძლება იყოს სამ მდგომარეობაში. წყალი თხევადი, წყალი ორთქლი და წყალი ყინული. დაახლოებით ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ წმიდა სამება.