ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ბოლო ჟამი, ბოროტი გულისთქმანი, ღვთის შიში
აწ უკუე შეირტყ ნაცვლად მახვილისა შიში უფლისაი, რამეთუ შიში ღმრთისაი ვითარცა მახვილი ორპირი განმკუეთელ არს ყოველსა გულის-თქუმასა ბოროტსა. მოიგე უკუე მარადის შიში უფლისაი და მოიხსენე შიში სიკუდილისაი და დღე იგი საშინელი, ოდეს-იგი აღეგზნენ ცანი და დაიწუნენ სამყარონი, დადნენ და დაიხსნენ, და ქუეყანაი და საქმენი მისნი დაიწუნენ. რაჟამს დამოცვივენ ვარსკულავნი, ვითარცა ფურცელნი, მზე და მთოვარე დაბნელდენ. რაჟამს-იგი გამოჩნდეს ძე ღმრთისაი გარდამომავალი ზეცით, ქუეყანად და ძალნი ცათანი იძვროდიან წინაშე მისა. რაჟამს-იგი ერთი-ერთსა უსწრობდენ გუნდნი ანგელოზთანი და ხმაი საყვირისაი დასწუვიდეს ყოველსა და დაინთქმოდის უკეთურებაი. და იყუნენ გარემოის მისა სასტიკებაი ქართაი და ძრვანი საშინელნი, და ქუხილნი საზარელნი, და მეხის-ტეხანი შესაძრწუნებელნი, რომელ ეგევითარი არაოდეს ყოფილ არს და არცა ყოფად არს ვიდრე მუნ ჟამამდე, რამეთუ ძალნი ცათანი შიშითა ძრწოდიან ზარისა მისგან საშინელისა, რომელი იყოს მას დღესა შინა