image

თემა: დაყუდება,  ღვთის შიში

დაყუდებაი თავი არს შიშისა ღმრთისა მოგებისაი. დაყუდებაი მიმყვანებელი არს გზასა სინანულისასა, დაყუდებაი სარკე არს ცოდვათა სახილავი, რომელმან უჩუენნის კაცსა ცოდვანი თავისა თვისისანი. დაყუდებაი მომპოვნებელი არს ცრემლთაი და დედაი ტირილისაი. დაყუდებაი მშობელი არს ყუდროებისაი, დაყუდებაი სამკვიდრებელი არს სიმდაბლისაი და შესავედრებელი მოთმინებისაი. დაყუდებაი კეთილი მოძღუარი არს მასწავლელი სათნოებათაი. დაყუდებაი შიშსა თანა ღმრთისასა განმანათლებელ არს გონებასა კაცისასა. დაყუდებაი მსტოვარი არს მღვიძარე ბოროტთა გულის-სიტყუათა მოწევნასა. დაყუდებაი მიზეზი არს ყოვლისა კეთილისაი და დამამტკიცებელი ლოცვისა და მარხვისაი და წიგნის კითხვისაი და განმაშორებელი ნაყროვნებისაი და უძღებებისაი. დაყუდებაი დამაცხრობელი არს უკეთურთა გულის-სიტყუათაი და მყუდროი ნავთსაყუდელი ღელვა-გუემულთაი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები