1
2
image
image
Loading..
image

თემა: საკუთარი თავის მართლება

ხშირად მოხდება, რომ კაცი მონანული მიზეზობს, სხვა და სხვა გარემოებას მოიყვანს შესანდობლად მისთა ცოდვათა. ეშმაკმა მაცდუნა, ამხანაგმა ამიყოლიაო. აღსარებაშიც წინაშე მოძღვრისა ზოგიერთი ნაცვლად მისა, რომ გულწრფელად აღიაროს ცოდვილი ვარო,... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საკუთარი თავის მართლება

კაცი ცოდვილი სცდილობს, რომ თავი გაიმართლოს და ცოდვა თვისი სხვას დააბრალოს: სხვანი ჩემზედ უარესნი არიანო, სხვანიც ესრე შვრებიანო და მეც ასრე ვქმენიო; წუთის სოფელი არისო, როგორ შეიძლება რომ კაცი არ შეცდესო. ამას და ამისთანა მრავალს ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საკუთარი თავის მართლება

შევნიშნე, რომ დღEს ყველა - დიდი და მცირე - რაღაც სატანური აზრების მეშვეობით ყველაფერს ამართლებენ. ეშმაკი მათთვის ყველაფერს თავის ტონზე აწყობს და ამგვარად ეს ადამიანები რეალობას სწყდებიან. სატანისეული განმარტება - აი, რა არის თავის... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საკუთარი თავის მართლება

ესრეთი თვისება აქვს დაცემულსა ბუნებასა კაცისასა: იგი ყოველთვის ცდილობს, რომ ცუდნი თავისნი თვისებანი და საქმენი დაჰფაროს, და გაამართლოს რომლითამე კეთილითა მიზეზითა. კარგად იცოდა დავით წინასწარმეტყველმა ესრეთი თვისება კაცის ბუნებისა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საკუთარი თავის მართლება

თუ კაცი ვინმე ჩავარდა ხელთა შინა სოფლიურთა მსაჯულთასა, ანუ მიეცა ქვეყნიურსა სოფელსა სამართალსა შინა, მაშინ არ იქნება ცოდვა, და შეუძლია მოძებნოს და წარმოადგინოს სხვადასხვა მიზეზები, რომელნიც ანუ გაამართლებენ მას, ანუ შეამსუბუქებენ ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საკუთარი თავის მართლება

ვინც თავს იმართლებს მისი სული სიმშვიდეს ვერ პოვებს. ასეთი ადამიანი უუგეშოა. თვითონ კი იმართლებს თავის "მეს", მაგრამ ეს "მე" გაამართლებს მას?! მისი "მე", ანუ - მისი სინდისი გამართლებას ვერ პოულობს და ამიტომ სულს მოსვენება ეკარგება.... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საკუთარი თავის მართლება

წმიდაო მამაო, თუ ის კაცი, ვინც თავს იმართლებს, იტანჯება, რატომ არ შეწყვეტს თავის მართლებას, რომ ეს მისი მტანჯველი სინდისის ქენჯნა დასრულდეს?იმიტომ, რომ თავისმართლება, ეს ჩვევაა, მის მოსაკვეთად ნებისყოფაა საჭირო. ასეთი ადამიანისათვის უცილებელია არამარტო ის, რომ თავისმართლება შეწყვიტოს, არამედ ისიც, რომ სწორი სულიერი პოზიცია დაიკავოს. რადგანაც თუ ის ხმამაღლა არ გაიმართლებს თავს, გულში მაინც იმას იფიქრებს, უსამართლოდ მომექცნენო; რაც კიდევ უფრო ცუდია. რადგანაც მას რომ ხმამაღლა ემართლებინა თავი, ვინმე შენიშვნას მისცემდა და ამგვარად შეძლებდა, საკუთარი დანაშაული შეეცნო და ცნობიერებიდან გამოსულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუმც ხმამაღლა არაფერს ამბობს, საკუთარ გულში მაინც ფიქრობს: "სიმართლე კი ჩემს მხარეზეა, მაგრამ არაფერს ვამბობ, იმიტომ, რომ ყოველივე ამაზე მაღლა ვდგავარ". ამგვარად ადამიანი ცდომილობაში რჩება.
link
image

თემა: საკუთარი თავის მართლება

წმიდაო მამაო, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ წმ. წერილში თავისმართლებას ვერსად შეხვდები?იმას, რომ თავისმართლება თავისთავად გაუმართლებელია.მე კი, წმიდაო მამაო, როდესაც თავს ვიმართლებ, თითქმის მაშინვე ვხვდები, რომ მონაზონს თავის მართლება არ შეშვენის.და განა უბრალოდ არ შეშვენის ეს, არამედ თავისმართლებას არაფერ აქვს საერთო სულიერ ცხოვრებასთან. აუცილებელია მიხვედრა იმისა, რომ თავის მართლებისას სიცრუის მდგომარეობაში ვიმყოფები. ამ დროს ღმერთთან კავშირს ვწყვეტ და საკუთარ თავს საღმრთო მადლს ვაკლებ, საღმრთო მადლი ხომ არ მივაიმ ადამიანთან, რომელიც სიცრუის მდგომარეობაში იმყოფება! იმ წუთიდან, როდესაც ადამიანი იმის გამართლებას იწყებს, რასაც გამართლება არა აქვს, საკუთარი თავის ღვთსაგან იზოლირებას ახდენს. სივრცეს ადამიანსა და ღმერთს შორის ავსებს საიზოლაციო მასალა - რაღაც სულიერი კაუჩუკის მსგავსი. განა ელექტრონი კაუჩუკში გაივლის? ვერა, ვერ გაივლის! ის ხომ დენგაუმტარია. ასევე ღვთის მადლისათვის არ არსებობს უფრო ძლიერი საიზოლაციო მასალა, ვიდრე - თავისმართლება. როდესაც თავს იმართლებ, თითქოს აშენებ კედელს, რომელიც ღმერთისაგან გამოგაცალკევებს და ამგვარად, ყოველგვარ კავშირს გაწყვეტინებს მასთან.წმიდაო მამაო, თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე: "იმას მაინც ეცადეტ, რომ გამსვლელ სულიერ ქულაზე დაბლა არ აღმოჩნდეთ". რა არის ეს გამსვლელი სულიერი ქულა?გამსვლელი სულიერი ქულა ეს არის საკუთარი შეცდომების სიმდაბლით შეცნობა, თავის მართლებაზე უარის თქმა მაშინ, როდესაც ადამიანს მიუთითებენ, თუ რაშია იგი დამნაშავე და ის აცნობიერებს თავის დანაშაულს. მაგრამ თუ იგი თავს არ იმართლებს მაშინაც კი, როდესაც დამნაშაე არ არის - ეს უკვე ხუთიანია - პლიუსით. ის, ვინც თავს იმართლებს, არამარტო არ წარემატება, არამედ - შინაგან სიმშვიდესაც ვერ პოულობს. ღმერთი არ დაგვსჯის ჩვენს მიერ ჩადენილი რაიმე შეცდომისათვის, მაგრამ არც ჩვენ უნდა ვიმართლოთ თავი ამ შეცდომის გამო და ის ბუნებრივად არ უნდა მივიჩნიოთ.მაგრამ თუ დაუდევრობისათვის მაძლევენ შენიშვნას და მე ვხვდები, რამდენად დამნაშავე ვარ? უკეთესია, ვიკითხო ამის შესახებ, რომ აღარ გავიმეორო, თუ ყველა შემთხვევაში გაჩუმება სჯობს?თუ ხუთი პროცენტით ხარ დამნაშავე, თავი ოცდახუთი პროცენტით დაიდანაშაულე, განა ხეირში არ იქნები? ზედმეტად დასდე ბრალი საკუთარ თავს, რომ დიდი თავის მტვრევა აღარ დაგჭირდეს. სწორედ ესაა ის სულიერი ღვაწლი, რომელსაც წესით უნდა აღასრულებდე: საკუთარი ცოდვების ძებნა და საკუთარი თავისათვის დანაშაულის ადგილზე წასწრება. სხვაგვარად - შენ საკუთარ "მესთან" განშორება გაშინებს, ამართლებ მას, მაგრამ სულიერი სიმშვიდე არა გაქვს.წმიდაო მამაო, მიიღებს ჯილდოს ის ადამიანი, რომელიც ჩვეულების გამო იმართლებს თავს, მაგრამ შემდეგ აცნობიერებს თავის დანაშაულს და თავს იმტყუნებს?ყოველ შემთხვევაში ასეთ ადამიანს გამოცდილება უგროვდება. თუკი იგი ამ გამოცდილებას ისე გამოიყენებს, როგორც საჭიროა, ჯილდოს მიიღებს. ხოლო თუ ღმერთი იტყვის: "რადგანაც მნ თავისი დანაშაული შეიგნო და შეინანა, მას რაიმე უნდა მიეცეს". მაშინ ეს ადამიანი მიიღებს რაიმე სახის "სუბსიდიას", მაგრამ ამჯერად უკვე სულ სხვა - სინანულის ფონდიდან.
link
image

თემა: საკუთარი თავის მართლება

წმიდაო მამაო, რატომ ხდება, რომ მაშინაც კი, როდესაც საკუთარ სულიერ სისუსტეს ვგრძნობ, მაინც თავის მართლებას ვცდილობ?სწორედ იმიტომ იმართლებ თავს, რომ შენი სულიერი სისუსტე კარგად ვერ გიგრძვნია. რომ გეგრძნო, თავს აღარ გაიმართლებდი. ჩვენ, საკუთარი თავის მოყვარულ ხალხს ხომ სირთულეები არ გვიყვარს. ხშირად გვინდა ხოლმე, რომ ისე გავმდიდრდეთ, რომ თითი თითზე არ დავაკაროთ. ის მაინც უნდა გავაცნობიეროთ, რომ საგნებთან ამგვარი დამოკიდებულებით ჩვენ ორივე ფეხით ვკოჭლობთ. ამის შეცნობამ კი უფრო დაგვამდაბლოს. მაგრამ სად იპოვი?! ჩვენ ხომ არც ღვაწლი და არც საკუთარი უძლურების შეცნობის ნატამალი არ გაგვაჩნია.შეიძლება თავს იმართლებდეს ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის შეცნობას, გამოძიებას ცდილობს?ვინც სწორად შეიმეცნებს საკუთარ თავს, ის თავს ვერ გაიმართლებს. აბა, შეხედე, ხდება, რომ ზოგიერთი ჭკვიანი ადამიანი ბოლოსდაბოლოს საშინელ სისულელეს ჩაიდენს, ეს იმის გამო ხდება, რომ მას უფრო მოხერხებულად მოწყობის სურვილი უჩნდება. "როგორ მოვეწყო უფრო მოხერხებულად, როგორ მოვიქცე, რომ უკეთესად ვიგრძნო თავი"?! - ფიქრობს იგი.წმიდაო მამაო, ვინც თავს იმართლებს, ის სულიერ ცხოვრებაში საკუთარ დაცემებს ვერ ამჩნევს?ეშმაკი ასეთ ადამიანს ატყუებს ყოველგვარ საქმეში, რასა უნდა აკეთებდეს იგი; და ეს ადამიანი ყოველგვარ საკუთარ მოქმედებას გამართლებას უძებნის. ის ამართლებს თავის თვითნებობას, სიჯიუტეს, ეგოიზმს, სიცრუეს.მაგრამ თუკი ასეთი ადამიანი, როგორც სარკეში ისე შეაფასებს საკუთარ თავს წმიდა მამათა თხზულებებისა და განსაკუთრებით - წმიდა წერილის მიხედვით, განა ეს მას არ უშველის?იმ ადამიანს, ვინც სწორად აზროვნებს, წმიდა მამათა წიგნები და წმიდა წერილი ყოველგვარ პრობლემას გადაუჭრის. მას გარკვევით და აშკარად ესმის წაკითხულის აზრი. მაგრამ თუკი ადამიანი სულიერ ღვაწლს შედგომილიარ არის და მისი სული არ განწმენდილა, მაშინ მას წმიდა წერილიც ვერ უშველის, რადგანაც წაკითხული უკუღმა ესმის. მისთვის უმჯობესია, თუ საკუთარ ზრახვებს მოძღვარს ეტყვის და წაკითხულის განმარტებას თავად არ შეეცდება. მაგალითად, როდესაც ძველ აღთქმას კითხულობს, ასეთმა ადამიანმა შესაძლოა, ბევრი რამ მზაკვრული სულით განმარტოს და (სულიერი) ინფექციით დაავადდეს. შევნიშნე, რომ ზოგიერთი სულიერ წიგნებში წაკითხულს ისე განმარტავს, როგორც თვითონ აწყობს. მიზეზი ის კი არ არის, რომ მათ წარმოსახვა არ ყოფნით, ანდა - წაკითხულის აზრს სწორად ვერ იგებენ, არა... ასე იმიტომ განმარტავენ, რომ თავი იმართლონ. საშინელი საქმეა! ამასთან, ისიც შევნიშნე, რომ ეს ხალხი ხშირად ვერც იმ სულიერ დარიგებებსა და და რჩევებს იღებს სწორად, რასაც სულიერი ადამიანები აძლევენ. მაგალითად, მსურს, რომ მათი ყურადღება რაღაცას მივაპყრო, ამისათვის რაიმე შემთხვევას ვუამბობ და კონკრეტულ საკითხს ვუსვამ ხაზს. მაგრამ ისინი სიტყვას მაწყვეტინებენ და ცდილობენ, მასში აღმოაჩინონ რაღაც "სხვა", რითაც რომელიმე საკუთარ ქმედებასა თუ შეცდომას გაამართლებენ. ანუ ყოველივე ამას საკუთარი ვნებების გასამართლებლად აკეთებენ. როდესაც ვუამბობ ვინმეს შესახებ, ვინც საკუთარი უყურადღებობის გამო უკიდურეს დაცემამდე მივიდა, ისინი მოისმენენ ამ ისტორიას, არც კი დაუფიქრდებიან მას და იტყვიან: "თუკი ასეთ საშინელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არსებობენ, აბა, ჩვენ ქების მეტს რას ვიმსახურებთ"! ასე იმართლებენ თავს ისინი. თავის გასამართლებელს ეშმაკი ყოველთვის მოძებნის.
link
1
2
image
image