ღვთის სათნო ყოფისათვის - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის სათნო ყოფისათვის - ციტატები, გამონათქვამები ღვთის სათნო ყოფისათვის, გამონათქვამები
სათნო ვეყოთ ღმერთს, - აი, ჩვენი ნეტარება. ვიყოთ მუდამ მასთან - აი, ჩვენი მოწოდება.
ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი. მაშინ მეტი დაკვირვება გვექნება საკუთარ თავზე, მეტი გულისყურით მოვეპყრობით მოყვასს და ღვთისსათნოდ მოვიქცევით ამა თუ იმ ვითარებაში.
რწმენა, - აი, უპირველესი და აუცილებელი პირობა ჩვენი გამართლებისა და ხსნისა, რამეთუ თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ ღვთის წინაშე (ებრ. 11, 6).
თუ გვსურს, სათნო ვეყოთ ღმერთსა და აღვივსოთ მადლითა მისითა, უნდა მოვამზადოთ ჩვენი გული და სული ამ მაცხოვნებელი ნიჭის მისაღებად.