ყურადღება - ციტატები, გამონათქვამები
თუ ყურადღებით, სიფხიზლითა და მღვიძარებით ვიცხოვრებთ, ყოვლისმპყრობელის ხელგაშლილობა ჩვენს გულს უსათუოდ ღვთაებრივი სიკეთით აღავსებს. უფალი თავად ეწვევა ჩვენი სულის გულმოდგინედ მოვლილ სასახლეს, რომ სულმა ამ ცხოვრებაშივე განიცადოს ღვთ... იხილეთ სრულად
როცა კაცი ცოდვებისგან განწმენდილი და საკუთარი თავის მიმართ ყურადღებიანია, მასში ღვთის მადლი მეფობს და ღვთაებრივი სიკეთე ამშვენებს.
ყურადღება ისე განუშორებლად უნდა იყოს ლოცვასთან შეერთებული, როგორც სული ხორცთან.
გაფრთხილდი: თუ ლოცვაში ზარმაცი და უყურადღებო ხარ, წარმატებას ვერ მიაღწევ უფლის ერთგულებაში, ვერც გულისსიტყვების დამშვიდებას იხილავ და ვერც ცხონებას მოიპოვებ.
მონდომება, ყურადღება, სურვილი და მიზანი, რომ შევიძინოთ მოუკლებელი ლოცვა, გონების მოკრებაში გვეხმარება.
გულისსიტყვების წინააღმდეგ მუდამ ღვთის იმედით ვიბრძოლოთ. ჩვენი იარაღი ყოველთვის ლოცვა და სიფხიზლე იყოს. ყურადღებას ნუ მოვადუნებთ ქურდების მარცხენა გულისსიტყვების – მიმართ, ამავე დროს უკონტროლოდ არ დაგვრჩეს მარჯვენა გულისსიტყვები, რ... იხილეთ სრულად
წარმატებით ლოცვის მსურველი, სანამ ლოცვას დაიწყებდეს, მოვალეა განაგდოს გონებიდან ყველანაირი საზრუნავი და გულისსიტყვა. გონებამ კი, როგორც ზედამხედველმა, დიდი ყურადღებით უნდა ადევნოს თვალყური ბაგით წარმოთქმულ სიტყვებს, რომ ლოცვა ღვთი... იხილეთ სრულად