ჯერ კიდევ I საუკუნის დასასრულს წმიდა ეგნატე ანტიოქიელი წერდა: "ისინი, რომელნიც ქორწინდებიან ან თხოვდებიან, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით უნდა შეუღლდნენ, რათა ქორწინება უფლისმიერი იყოს და არა მხოლოდ ხორციელი". ("პოლიკარპესადმი", 5,2).
აუცილებელია, რომ ქორწინება ეკლესიის (ანუ ღმერთის) მიერ იყოს ნაკურთხი, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. საჭიროა შემდგომში მეუღლეებმა თავიანთი ცხოვრება ისე წარმართონ, რომ ღვთის მადლი არ განეშოროთ და მათი კავშირი ურთიერთ სიხარულის მოტანის ნაცვლად ათას უბედურებათა წყაროდ არ იქცეს.