
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება
როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგს ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელი ცხოვრების ცენტრია და გონების ტახტი. მაშ ასე, როცა მლოცველი გონებას არ აძლევს იმის ნებას, რომ რაიმე წარმოიდგინოს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური, მაშინ ის მსუბუქად სუნთქავს და გარკვეული ძალისმევითა და საკუთარი სურვილით ჩაუშებს მას (გონებას) გულში და აკავებს შიგნით, ერთგავარ სივიწროვეში და თანაბარზომიერად წარმოთქვამს ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.
|