ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა
გახსოვდეთ, არ შემოიფარგლოთ იესოს ლოცვის სიტყვების მხოლოდ მექანიკური გამეორებით. ეს არაფერს მოგიტანთ, ენით ლოცვის წარმოთქმის მექანიკური ჩვევის გარდა. რა თქმა უნდა, არც ესაა ცუდი. მაგრამ ეს საქმის ყველაზე გარეგანი მხარეა.
მთავარი კი ღვთის თანამყოფობის განცდაა და ასეთი გრძნობით, ღვთის შიშით, რწმენითა და სიყვარულით მის წინაშე დგომა. ამ გრძნობამ შესაძლებელია სიტყვების გარეშეც იარსებოს. ის აუცილებლად უპირველესად გულში უნდა იქნეს გაღვივებული. სიტყვები შემდეგ დაიწყებენ მოსვლას, მხოლოდ მას მიაყურადებენ და გააღრმავებენ ამ გრძნობას და შესაბამის განწყობას.