ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა, ლოცვა
ლოცვის ზებუნებრივი ნაყოფია მოკრებილი ყურადღება და სითბო. მისი მიღწევა ყველას შეუძლია. ამ ლოცვის აღსრულებაც ხელეწიფება ყველას, როგორც მონაზონს, ასევე ერისკაცსაც.
ეს არ არის რაიმე ამაღლებული საქმიანობა, არამედ უბრალოა და იესოს ლოცვაც, თავისთავად რაიმე სასწაულის ჩამდენი არაა, არამედ, როგორც ყველა სხვა ლოცვა, სიტყვიერია და აქედან გამომდინარე, გარეგანი. მაგრამ მას ძალუძს გონიერ და გულისმიერ ლოცვაში გადაიზარდოს... ყველაფერი ეს ბუნებრივად წარიმართება. ხოლო რაც მადლისაგანაა, მას ლოდინი სჭირდება, მას ასეთი საშუალებით ვერავინ მიიღებთ.
რასაც თქვენ გწერდნენ, უპირველესად ვნებებისაგან აუცილებელი განწმენდის შესახებ ეს კი მარტივი ლოცვაა... თუმცაღა მასაც ძალუძს აღყვანა ლოცვის მაღალ საფეხურამდე.
წარმატებით რომ წარიმართოს ეს საქმიანობა, საჭიროა ყოველტვის, როცა მას იწყებთ, ყველაფერი მიატოვოთ, გული ყველაფრისაგან გაათავისუფლოთ და ყურადღების არეში არ შეაჩეროთ არანაირი სახე, საქმე თუ ნივთი. ყველაფერი უნდა განიდევნოს. ლოცვა არც სხვა დროს მიატოვოთ. როგორც კი დროს გამოძებნით, მაშინვე ილოცეთ ამ წესის დაცვით.
ღვთისმსახურების დროს თვალყური ადევნეთ მსახურებას... ყურადღებით დადექით ისევ იქ, სადაც იდექით იესოს ლოცვის აღსრულებისას, ხოლო თუ რაიმე გაუგებრად იკითხება ან იგალობება, მაშინ აამოქმედეთ ეს ლოცვა.