ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ლოცვა, ყურადღება
ლოცვის თავდაპირველი ნაყოფი ყურადღება და გულისლმობიერებაა. ეს ნაყოფები სწორად აღსრულებული ლოცვის ფონზე, სხვებზე ადრე წარმოჩნდებიან, რამეთუ ეს ლოცვა ფსალმუნთგალობას და სხვა ყველაირ ლოცვითმეტყველებას აღემატება. ყურადღებისაგან იშვება ლმობიერება, ხოლო ლმობიერებისაგან ღრმავდება ყურადღება. ისინი ერთმანეთს შობენ და აძლიერებენ, ანიჭებენ ლოცვას სიღრმეს და გულს თანდათანობით აცოცხლებენ; ავსებენ მას სიწმიდით, განაშორებენ გაფანტულობასა და მეოცნებეობას. როგორც ჭეშმარიტი ლოცვა, ასევე ყურადღებაც და ლმობიერებაც არსით ღვთისაგან ბოძებულ ნიჭებად ითვლებიან.