image

თემა: ლოცვა

უნდა ვიცოდეთ, რომ ღვაწლის უტყუარი ნიშანი და წარმატების პირობა მტკივნეული შრომაა. უმტკივნეულოდ მავალი ვერ მოიწევს ნაყოფს. მტკივნეული გულით და სხეულისმიერი შრომით, სიცხადეში მოიყვანება სულიწმიდის ნიჭი, რომელიც თითოეულ მორწმუნეს წმ. ნათლობის დროს ეძლევა და შემდგომში მცნებების მიმართ ჩვენი უდიერი დამოკიდებულების გამო ვნებებში იმარხება, ხოლო ღმერთის ენით აღუწერელი წყალობის მეშვეობით, კვლავ აღდგება სინანულში. მაშ, ნუ შეუშინდები შრომას მისი მტკივნეულობის გამო, რომ მსჯავრი არ დაგედოს უნაყოფობის მიზეზით და არ მოისმინო: "მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე". ყველანაირი ღვაწლი, სხეულისმიერი თუ სულიერი, რომელიც არ მიმდინარეობს მტკივნეულად და არ მოითხოვს შრომას, უნაყოფო რჩება: "სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი: (მათე 11, 12). მრავალნი მრავალ წელს უმტკივნეულოდ შრომობდნენ და შრომობენ, რის გამოც არსებითად უცხონი იყვნენ სიწმინდისაგან და არც სულიწმიდით დაწინდულან, როგორც ტკივილთა სიმძიმის უარმყოფელნი. თავის იძულების გარეშე, თითქოს ბევრს იღვწიან, მაგრამ უმტკივნეულო შრომის გამო ვერანაირ ნაყოფს ვერ იმკიან. წინასწარმეტყველის თქმით თუ მარხვისაგან დაუძლურებულებს წელი არ შეგვემუსრება და გულში შემუსვრილების მტკივნეული განცდა არ აღგვეძვრება და მშობიარის მსგავსი ტკივილები არ გაგვთანგავს, შეუძლებელია ჩვეი გულის ნიადაგში იშვას ცხოვნების სული.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები