ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვა
ამ ლოცვას იმიტომ ეწოდება იესოს ლოცვა, რომ უფალ იესოს მოუხმობს და ისევე, როგორც ყველა სხვა ლოცვა, სიტყვიერია. ის გონებრივია, როცა აღევლინება არამარტო სიტყვით, არამდ გონებით, გულით, შინაარსის აღთქმით და გაცნობიერებით და განსაკლუთრებით მაშინ, როცა ხანგრძლივი ყურადღებიანი აღსრულებისას ისე შეერწყმის სულის მოძრაობას, რომ არსებითად მხოლოდ ის იხილვება შიგნით დფა სიტყვები თითქოსდა აღარც კი არსებიბენ. ყველაირი მოკლე ლოცვა შეიძლება აყვანილ იქნეს ამ ხარისხში. იესოს ლოცვას კი იმიტომ ენიჭება უპირატესობა, რომ ის სულს მჭიდროს აკავშირებს უფალ იესოსთან, რადგან უფალი იესო არის ერთადერთი კარი ღმერთთან საუბრისა, რომლის მიგნებასაც ესწრაფვის ლოცვა, რამეთუ თავად მან თქვა: "არავინ მოვიდეს მამისა, ჩემ მიერ" (იოანე 14, 6). ამიტომ, ვინც მოიხვეჭს, ის ღვთის მიერ განხორციელებული მაცხოვარების სრულ ძალას ითვისებს, რაშიც თიტოაული ჩვენგანის ცხოვნება იგულისხმება. ამის გამგონე ნუ გაიკვირვებ, თუ რატომ არ იშურებდნენ ძალისხმევას ხსნის მაძიებელნი, როცა ამ ლოცვის მიჩვევას და მის გათავისებას ცდილობდნენ. შენც აირე მაგალითი მათგან.
იესოს ლოცვაში გარეგნული გაჩვევა, იმის მიღწევა სგულისხმობს, რომ ის მუდმივად თავისთავდ გვიტრიალებს ენაზე, შინაგანი გაჩვევა კი, გონების ყურადღებით მოკრებას გულისხმობს გულში და იქ ღვთის წინაშე მუდმივ დგომას, რომესაც თან სხვადასხვა ხარისხის გულის სითბო, ყველანაირი აზრების მოკვეთა უფლისა და მაცხოვრისადმი საიმდაბლითა და შემუსვრილებით გამოხატული შევრდომა სდევს. ასეთ ჩვევას საფუძველი ეყრება, როცა ამ ლოცვას, შეძლებისდაგვარად, ხშირად და ყურადღებით ვიმეორებთ გულში. ხშირი გამეორება გონებას შეკრებს, გააერთიანებს და ღვთის წინაშე დააყენებს. შიგნით ასეთი განწყობის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს გულის შეთბობას და არამარტო ვნებიანი, არამედ უმნიშვნელო აზრების განდევნასაც კი, როცა გული ღმერთს მიეკვრება და მუდმივი ცეცხლი დაინთება, მაშინ მასთან ერთად შიგნით, გულში, მშვიდი განწყობა დაისადგურებს, რასაც მოსდევს შემუსვრილი, მდაბალი და აზრიანი შევრდომა ღმრთისადმი. ამ მდგომარეობამდე ღვთის მადლით ჩვენი შრომა მიგვიყვანს. ხოლო ის, რაც უფრო აღმატებულია, მხოლოდ ღვთის მადლით გვენიჭება, წმ. მამები წერენ: ვინც აღნიშნულ ზღვარს მიაღწევს, არ ეგონოს, თითქოს მას უკვე შეუძლია აღარაფერი ისურვოს და არ იოცნებოს, თითქოს სრულყოფილი ლოცვის ან სულიერების უმაღლეს საფეხურზე დგას...
ნუ ჩქარობ, ერთი ლოცვა მეორეს მიადევნო, არამედ ზომიერი შუალედით წარმოთქვი ისინი, როგორც ჩვეულებრივ საუბრობენ ხოლო მაღალი პირის წინაშე და სთხოვენ მას რაიმეს, თუმცა მხოლოდ სიტყვებზე არ იზრუნო, უპირველესად გონება გულში იქვე მყოფი ღვთის წინაშე დააყენე და მისი სიდიადე, მადლი და სამართლიანობა სრულიად განიცადე...
თავი რომ აარიდო შეცდომებს, იყოლიე დამრიგებლად სულიერი მამა, ან თანამოსაუბრე ძმა და გაუმხილე მას ყველაფერი, რაც ასეთი შრომის დროს შეგემთხვევა. თავად კი ყოველტვის უდიდესი უბრალოებით იმოქმედე, იყავი დიდ სიმდაბლეში და წარმატება შენს თავს არ მიაკუთვნო. იცოდე, ნამდვილი წარმატება აღმოცენდება შიგნით, შეუმჩნევლად, გაუცნობიერებლად ისე, როგორც იზრდება სხეული. ამიტომ, როგორც კი შიგნით შეამჩნევ ძახილს: აი, ისიც! - იცოდე ეს ბოროტის შეძახილია, ის გაჩეჩებს ხელში რაღაც მოჩვენებითს, ცრუს და არანამდვილს. აქაა ხიბლის სათავე. მაშინვე ჩახშე ეს ხმა. სხვა შემთხვევაში ის საყვირივით იხმიანებს და შენს თავმომწონეობას ასაზრდოებს.