ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობა
ქრისტიანულად ცხოვრებას ბევრი ცდილობს, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების ყველაზე არსებით მხარეს უყურადღებოდ ტოვებენ და ჩერდებიან უადვილესზე, ხილულსა და გარეგნულზე, ასეთი არასრული და არასწორი აღზრდა ისეთ პიროვნებას აყალიბებს, რომელიც კეთილმსახური ცხოვრების ყველა დადგენილ წესს ზედმიწევნით ზუსტად იცავს, მაგრამ გულის შინაგან აღძვრას და შინაგანი სულიერი ცხოვრების ჭეშმარიტ ღირებულებებს ნაკლებ ყურადღებას უთმობს, ან მთლიანად უყურადღებოდ ტოვებს. მართალია, ასეთი ადამიანები მომაკვდინებელი ცოდვებისაგან შორს არიან, მაგრამ გულის ზრახვებს საერთოდ არ იცნობენ. ამის გამო ზოგჯერ განიკითხავენ, ზოგჯერ ქედმაღლობენ და თავს იწონებენ თავიანთი საქმიანობის მართებულობის გამო, ზოგჯერ თავს სიმშვიდით და კეთილგამომეტყველებით იტყუებენ და თავს იწონებენ თავიანთი საქმიანობის მართებულობის გამო, ზოგჯერ თავს სიმშვიდით და კეთილგამომეტყველებით იყუებენ ან უკმაყოფილების ნიადაგზე ვინმეს გულს ტკენენ, ეზარებათ ლოცვა და ლოცვისას აზრებით ამაო საზრუნავებში დაეხეტებიან, ან მრავალ მსგავს რამეს იქმან, მაგრამ ეს მათთვის არაფერს ნიშნავს. დადიან ტაძარში, ლოცულობენ სახლში, წესის მიხედვით ასრულებენ ჩვეულ საქმეებს - ერთი შეხედვით, მთლიანად კმაყოფილნი და წყნარნი - მაგრამ რა ხდება ამ დროს მათ გულში, ისინი ამაზე არ ზრუნავენ. გულში კი, რომელიც სხვათა შორის, შესაძლოა, რომ იმდენად იყოს გახლართული უკეთურებებში, რომ საერთოდ აუფასურებენ მათ მოწესრიგებულ და კეთილმსახურ ცხოვრებას.
აიღეთ ასეთი შემთხვევა: ვთქვათ, ვინმე არასრულყოფილად აღასრულებდა თავისი ცხოვრების საქმეს, მაგრამ მან შეიგრძნო ეს ნაკლულოვანება და დაინახა ამ გზის არამართებულობა და შრომის არასაიმედოობა. მან გარეგნული კეთილმსახური ცხოვრებისაგან დაიწყო მოქცევა შინაგანისაკან. ამისკენ მას ან სასულიერო წიგნების კითხვა მომართავს, ან განსწავლულებთან ქრისტიანული ცხოვრების არსის შესახებ საუბარი. ის თავისი შრომით უკმაყოფილოა. ხვდება რომ რაღაც აკლია და ყველაფერი წესრიგში არ არის. ერთი შეხედვით მოწესრიგებულობის ფონზე, მას არა აქვს შინაგანი სიმშვიდე; მას არა აქვს ის, რაც აღუთქვეს ჭეშმარიტ ქრისტიანებს: "მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა" (რომ. 14, 17). როცა მასში ეს მოუსვენარი აზრი ჩაისახება, განსწავლულებთან საუბარი ან წიგნები უხსნის მას საქმის არსს, უთითებს მისეული ცხოვრების არსებით შეცდომებზე და ანახვებს გულის შინაგანი მოძრაობებისა და თვითდაკვირვებისადმი ყურადღების სიმწირეს.
მისთვის ცხადი ხდება, რომ ქრისტიანული ცხოვრების არსი მდგომარეობს სულიწმიდის მადლით უფალ იესო ქრისტეში, გონებით გულში ღვთის წინაშე დგომაში, იქიდან ყოველგვარი შინაგანი მოძრაობებისა და გარეგნული მოქმედების მოწესრიგებაში, რათა ყოველივე საუკეთესო - მცირედი თუ დიდი - წმიდა სამების მიმართ სამსახურში ჩააყენოს და ცნობიერად, თავისუფალი ნებით მსხვერპლი სრულად გაიღოს.