
ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა:
შფოთი
რომელსა ზედა უფლებულ არს სული შფოთისა და რისხვისაი, იგი მარადის გულმწყრალ არნ საქმესა ზედა კნინსაცა
რომელსა ზედა უფლებულ არს სული შფოთისა და რისხვისაი, იგი მარადის გულმწყრალ არნ საქმესა ზედა კნინსაცა და დიდსაცა. ამისთვის იტყვის წმიდაი წერილი, ვითარმედ გულმწყრალობამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის, და ჭეშმარიტად საწყალობელ არს კაცი იგი, რომელი ესრეთ ძლეულ არს სულისა მისგან მრისხანებისა. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: გულ-მწყრალი მკვლელ არს სულისა თვისისა და არს იგი მარადის შფოთ და მწუხარე და გულის წყრომითა გუამი მისი დადნებინ და სული მისი განკფდებინ. ფერი პირისა მისისაი მარადის ყვითელ არნ და გული მისი შერყეულ და გონებაი შეშფოთებულ და არნ-ცა იგი მოძულებულ ყოველთა კაცთა მიერ. რამეთუ არა აქუნ მას სულგრძელებაი და სიყუარული და კნინისა საქმისათვის აღეგზნის იგი მრავლის მეტყუელებად. და შეჰკსინდის იგი ცუდთა და უნდოთა რაიმე საქმეთათვის კაცსა მართალსა და ცრუსა. ეყუარებინ გინებაი კაცთაი და იგემოვნებ სხვისა განკითხვასა. რამეთუ არნ იგი მშვიდობისათვის ჩუკენ და ბოროტისათვის ახოვან. და ჯერ არს გლოვაი ესევითარსა ზედა კაცსა შფოთის მოყუარესა და ლოცვაი და მარადის კრძალვაი ბოროტთა მათ ვნებათა
|