
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა:
მორჩილება
წმიდა მამები ასწავლიდნენ: მადლი იმ გზით ბრუნდება, რა გზითაც დატოვა მან ადამიანი. ჩვენ ყველანი
წმიდა მამები ასწავლიდნენ: "მადლი იმ გზით ბრუნდება, რა გზითაც დატოვა მან ადამიანი". ჩვენ ყველანი დავეცით ადამში ღვთისადმი მისი ურჩობით, ამიტომ ჩვენი ცოდვების საფუძველი - ჩვენი გახრწნილი, ურჩი ნებაა. მისი გამრთელება მხოლოდ მორჩილებითაა შესაძლებელი, ეკლესიისადმი, იერარქიისადმი, სულიერი ხელმძღვანელებისადმი მორჩილებით. მათი სახით ქრისტეს ვემორჩილებით. მორჩილება თავმდაბლობას ბადებს. სიმდაბლე მადლს ადამიანის სულში მოქმედების საშუალებას აძლევს და მაშინ ადამიანი ხედავს რა საშინელ განსაცდელში იმყოფება, როგორი ურჩხულის მსგავსი ვნებები ბუდობენ იქ.
|