წმ. ეფრემ ასური

რომლისა თანა არს მორჩილებაი, უკუეთუ რასმე ებრძანის, არა ურჩ ექმნის და, თუ ვინმე შეჰრისხნის, არა

რომლისა თანა არს მორჩილებაი, უკუეთუ რასმე ებრძანის, არა ურჩ ექმნის და, თუ ვინმე შეჰრისხნის, არა აღშფოთნის. და, თუ იგინის, არა სიტყუა-უგის, რამეთუ განმზადებულ არნ ყოველსავე საქმესა კეთილისასა საქმედ. ყოველი განსაცდელი, რომელი მიიწიოს მის ზედა, მადლობით შეიწყნარის იგი ღმრთისაგან. არა იცვალებინ ადგილი-ადგილად და არცა მონასტრითი-მონასტრად. უხარინ შრომისათვის, ჰყურობნ მასწავლელთა, და ადგილსა, რომელსა დაეწესის, არღარა განეშორის ვიდრე სიკუდიდმდე. არავის ძმათაგანსა შეურაცხჰყოფნ და არცა უხუცესსა და მოძღუარსა განიკითხავნ. არა უხარინ განსუენებისათვის და არცა შეწუხნის ჭირისათვის
 
თემატური კითხვები
0