წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

საზრდელის მიღების სიუხვითა და განურჩევლობით შეძენილი სიმქისე და ნისლი სხეულიდან თანდათანობით გულს

საზრდელის მიღების სიუხვითა და განურჩევლობით შეძენილი სიმქისე და ნისლი სხეულიდან თანდათანობით გულს გადაეცემა, გულიდან კი გონებას. ამის შემდეგ, ეს სულის თვალნი - გული და გონება ჩლუნგდება, მარადისობა იფარება მათგან; სნეულ მხედველობას მიწიერი ცხოვრება დაუსრულებლად ეჩვენება. შეხედულებათა და შეგრძნებათა შესაბამისდ წარიმართება მიწიერი მოგზაურობა და ბედკრული, დაბრმავებული მოგზაური განგდებულ გველთან ერთად მუცელზე ხოხავს და მიწასა ჭამს მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში (შდრ. დაბ. 3,14). ქრისტეს მოწაფეს მარხვის მიტოვება ქრისტესგან განდგომით ემუქრება.
 
თემატური კითხვები
0