მართალთა უმაღლესი ნეტარება მომავალ ცხოვრებაში ღვთის სხივცისკროვნებაში და მის უსრულყოფილეს შეცნობაში

მართალთა უმაღლესი ნეტარება მომავალ ცხოვრებაში ღვთის სხივცისკროვნებაში და მის უსრულყოფილეს შეცნობაში მდგომარეობს. ჩვენ: "ვხედავთ აწ ღმერთს, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ, აწ ვიცი მცირედ ხოლო მაშინ ვიცნა ვითარცა შევემეცნე" (I კორ. 13,12). ერთი ბრძენი ამბობს: "მე ვნახე ღმერთი, როგორც მიმავალი, თითქოს ზურგიდან, მოსეს მსგავსად ვნახე იგი და შევჩერდი მასში განცვიფრებითა და გაოცებით შეპყრობილი, მე შემეძლო მისი ნაბიჯების ანაბეჭდები აღმომეჩინა შექმნის საქმეში და ამ საქმეებშიც, თვით ყველაზე უმნიშვნელოსა და მცირეში, რომლებიც მთლად არარაობად ჩანან. როგორი ძალაა, როგორი სიბრძნეა, როგორი აუხსნელი სრულყოფილებაა!" ამ სიტყვების შემდეგ, თუ შეგიძლიათ, წარმოიდგინეთ ნეტარება სულისა, რომელიც იხილავს და მარადიულად უფრო და უფრო სრულყოფილად ჭვრეტს ღმერთს, ოღონდ, უკვე არა ზურგიდან, არა წამიერად, არა მხოლოდ მის საქმეებში არეკლილი და გარდატეხილი სინათლის ანაბეჭდით, არამედ პირდაპირ და პირისპირ, სრულიად ღიად, ისეთს, როგორიც არის ის სინმდვილეში.
 
თემატური კითხვები
0