აგრეთვე ქალებიც დაემორჩილენით ქმრებს, რათა ზოგი მათგანი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, თავიანთი

აგრეთვე ქალებიც დაემორჩილენით ქმრებს, რათა ზოგი მათგანი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, თავიანთი ცოლების ცხოვრებით შეძენილ იქნენ (ქრისტეს რწმენაში) სიტყვის გარეშე, როცა იხილავენ თქვენს უბიწო, ღმრთისმოშიშ ცხოვრებას.
    დაე, თქვენი სამშვენისი იყოს არა გარეგნული თმაწნულობა, არა ოქროს სამკაული, არა სამოსის მორთულობა და მოკაზმულობა,
    არამედ დაფარული გულის კაცი, თვინიერი და მშვიდი სულის უხრწნელი მშვენებით, რაც ყველაზე ძვირფასია ღმერთის წინაშე.
    ასევე იმკობდნენ ოდესღაც თავს წმიდა, ღმრთის მიმართ მსასოებელი ქალებიც, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს.
    ასე სარა ემორჩილებოდა აბრაამს და ბატონს უწოდებდა მას. თქვენ მისი შვილები ხართ, თუკი კეთილს იქმთ და არა გაქვთ არაფრის შიში.
    ასევე თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, პატივი ეცით მათ, როგორც მადლმოსილ ცხოვრებაში თქვენს თანამემკვიდრეთ, რათა ხელი არ შეგეშალოთ თქვენი ლოცვისას.
    თ. 2-3
 
თემატური კითხვები
0