იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე როგორც თქვენ გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარსაწყმედელ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს, და თვითონვე დაიტეხენ მსწრაფლს წარწყმედას თავზე.
მრავალნი გაყვები...
იხილეთ სრულად

მრავალნი გაყვებიან მათს ხრწნილებას, და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა.
და ანგარების გამო ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან თქვენ; მაგრამ არ დაანებებს მათი სასჯელი, და არ სძინავს წარწყმედას მათსას.
რადგან, თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზ...
link
რადგან თუ უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით, ამქვეყნიური ბილწებისაგან განრინებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და იძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.
უჯობდათ საერთოდ არ შეეც...
იხილეთ სრულად
რადგან თუ უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით, ამქვეყნიური ბილწებისაგან განრინებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და იძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.
უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან.
მაგრამ მათთვის თქმულა მართალი ანდაზა: "ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და დაბანილი ღორი კვლავ თავის წუმპეში ჩაგორდა".
თ. 2-3
მეორე ეპი...
link
როგორც შვილნი მორჩილებისა, ნუ მიეცემით თქვენს უწინდელ, უმეცრების დრონდელ ვნებებს,
არამედ როგორც წმიდაა თქვენი მშობელი, თქვენც წმიდანი იყავით ყველა თქვენი მოქმედებისას.
ვინაიდან დაწერილია: წმიდანი იყავით, რადგან მე წმი...
იხილეთ სრულად
როგორც შვილნი მორჩილებისა, ნუ მიეცემით თქვენს უწინდელ, უმეცრების დრონდელ ვნებებს,
არამედ როგორც წმიდაა თქვენი მშობელი, თქვენც წმიდანი იყავით ყველა თქვენი მოქმედებისას.
ვინაიდან დაწერილია: წმიდანი იყავით, რადგან მე წმიდა ვარ.
თ. 1-2
link
მაგრამ კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით.
თ. 2-3
ავი ცოლი ხარის მორყეული უღელია, მის დამჭერს გინდა მორიელი შეუპყრია.
დიდი ჯავრია ლოთი ცოლი, ვერ დაფარავს იგი თავის აუგს.
ქალის მრუშობა თვალთა ზეაპყრობით და მისი წამწამებით გამოიცნობა.
თავნება ქალიშვილს დარაჯი მიუჩ...
იხილეთ სრულად
ავი ცოლი ხარის მორყეული უღელია, მის დამჭერს გინდა მორიელი შეუპყრია.
დიდი ჯავრია ლოთი ცოლი, ვერ დაფარავს იგი თავის აუგს.
ქალის მრუშობა თვალთა ზეაპყრობით და მისი წამწამებით გამოიცნობა.
თავნება ქალიშვილს დარაჯი მიუჩინე, თავი არ აიშვას თავისდა საზიანოდ.
მოერიდე უტიფარ თვალს და ნუ გაიკვირვებ, თუკი შესცოდავს შენს წინააღმდეგ.
როგორც მწყურვალი მგზავრი აღებს პირს და ახლო-მახლო ყველა წყალს ეწაფება, ასე დაჯდება იგი ყოველი პალოს წინ და ისრისთვის გააღებს კაპა...
link
აგრეთვე ქალებიც დაემორჩილენით ქმრებს, რათა ზოგი მათგანი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, თავიანთი ცოლების ცხოვრებით შეძენილ იქნენ (ქრისტეს რწმენაში) სიტყვის გარეშე, როცა იხილავენ თქვენს უბიწო, ღმრთისმოშიშ ცხოვრებას.
დაე, ...

დაე, თქვენი სამშვენისი იყოს არა გარეგნული თმაწნულობა, არა ოქროს სამკაული, არა სამოსის მორთულობა და მოკაზმულობა,
არამედ დაფარული გულის კაცი, თვინიერი და მშვიდი სულის უხრწნელი მშვენებით, რაც ყველაზე ძვირფასია ღმერთის წინაშე.
ასევე ...
link
ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის მიმართ არა მხოლოდ არ გამოამჟღავნებს მის ნაკლოვანებებს, არამედ პირიქით, რამდენადაც შესაძლებელია, ცდილობს, დაფაროს ისინი სხვა ადამიანების თვალთაგან.
თ. 4, 8
მდუმარებასა და მოკრძალებაშია სიმშვიდე და ცხოვრებისეული კეთილდღეობა; ხოლო, ვინც ბოროტებას ბოროტებით მიაგებს ანდა გინებას – გინებით, იგი არასოდეს იქნება მშვიდი და ვერასოდეს იფიქრებს მომავალ ნეტარ ცხოვრებაზე.
თ. 3, 9–11