
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
შეუძლია ვინმეს თქვას სამოთხის შესახებ, რა იქნება იქ? სამოთხეზე შეუძლია ილაპრაკოს იმან, რომელმაც
შეუძლია ვინმეს თქვას სამოთხის შესახებ, რა იქნება იქ? სამოთხეზე შეუძლია ილაპრაკოს იმან, რომელმაც სულიწმიდით შეიცნო უფალი და მისი სიყვარული ჩვენს მიმართ. უფალი ისეთი საყვარელია, რომ მისი სიყვარულისაგან სული მხოლოდ მასზე ფიქრობს და არ ახსენდება არაფერი სხვა. სულიწმიდის მადლი იმდენად ტკბილია და ისე ცვლის ადამიანს, რომ ივიწყებს იგი თავის მშობლებსაც კი. სულს, რომელმაც სისრულით შეიცნო უფალი და დატკბა იმით, არაფერი სხვა არ უნდა, არაფერს არ ეჯაჭვება დედამიწაზე. მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა, რამდენადაც მათქმევინებს მადლი ღვთისა, ღვთის სიყვარულის ზომაზე.
|