წმ. ეფრემ ასური

როდესაც საზარელი მხედრობა მოდის, როცა ღვთაებრივი სულისამომხდელები უბრძანებენ სულს სხეულიდან გასვლას

როდესაც საზარელი მხედრობა მოდის, როცა ღვთაებრივი სულისამომხდელები უბრძანებენ სულს სხეულიდან გასვლას და როცა ძალით მიგვიტაცებენ და მიგვიყვანენ გარდუვალ სამსჯავროდ, მაშინ მათი მხილველი საბრალო ადამიანი ერთიანად ძრწის, თითქოს მიწა იძრაო და ღვთაებრივ სულისაღმწოდებლებს აჰყავთ სული ჰაერში, სადაც საძაგელ ძალთა ქვეყნისმპყრობელი მთავრობა და ხელისუფლება დგას. ისინი არიან ჩვენი ბოროტი შემასმენლები, საზარელი მსჯავრმდებელნი, მეზვერეები, ცოდვების აღმრიცხველნი; ისინი გზაზე ხვდებიან ადამიანებს და აღურიცხვენ ახალგაზრდობასა თუ ხანდაზმულობაში ნებით თუ უნებლიეთ ჩადენილ ცოდვებს, რომელნიც სიტყვით, საქმით ან ფიქრით აღასრულეს. დიდი შიში და ბრძოლა შეუდგება იქ უბადრუკ სულს. აუწერელ ტანჯვას განიცდის იგი იქ, გარშემორტყმული აურაცხელი მტრებით, რომლებიც ცილს დასწამებენ, რათა ზეცად აღსვლასა და სასუფევლის დამკვიდრებაში დააბრკოლონ ადამიანის სული, მაგრამ წმიდა ანგელოზები აღიპყრობენ და განარიდებენ მათ.
 
6