ვისაც სათნოების მოპოვება სურს, მან, უწინარეს ამისა, მისი საწინააღმდეგო ბოროტება უნდა მოიძულოს. თუ

ვისაც სათნოების მოპოვება სურს, მან, უწინარეს ამისა, მისი საწინააღმდეგო ბოროტება უნდა მოიძულოს. თუ გსურს იგლოვდე და ტიროდე ღმერთში, უნდა მოიძაგო ამაო მხიარულება და სიცილი. გსურს შეიმოსო თავმდაბლობა? შეიძულე ამპარტავნება. გსურს თავშეკავებული იყო? შეიძულე ნაყროვანება. უმანკოება გსურს? შეიძულე ვნებათადმი მონება. გსურს მოწყალე იყო? შეიძულე ვერცხლისმოყვარეობა. უდაბნოში მდუმარების ღვაწლის მოშურნეს, მართებს შეიძულოს ამაოება და ცხოვრებისეული საზრუნავი. ვისაც გართობა არ სურს, განმარტოვდეს. ვისაც ენის დამორჩილება სურს, სასმენელი დაიხშოს, რათა ზედმეტი რამ არ გაიგოს. ვისაც სურს მუდამ ღმრთის შიში ჰქონდეს, მოიძულოს თავისმოყვარება და პატივმოყვარება, შეიფეროს მწუხარება და შეჭირვება და მაშინ შეძლებს გულწრფელად ემსახუროს ღმერთს.
 
თემატური კითხვები
6