წმ. გრიგოლ სინელი

სათნოებანი ხან თვით მოქმედებენ, ხანაც ჩვენგან არიან მოქმედებულნი. მოქმედებენ ისინი ჩვენში,

სათნოებანი ხან თვით მოქმედებენ, ხანაც ჩვენგან არიან მოქმედებულნი. მოქმედებენ ისინი ჩვენში, ადამიანებში, როცა გვეწვევიან ხოლმე მათთვის შესაფერ დროს, როცა სურთ, რა ზომითაც სურთ და როგორც სურთ, რადგან საღმრთო მადლისმიერნი არიან. ჩვენ კი სათნოებანი ჩვენი ნებელობით გვსურს, ჩვენი ზნეობრივი წყობიდან გამომდინარე და ჩვეულებისა გამო. მაგრამ სათნოებანი თავისთავად არიან არსებითნი, არსისმიერნი, ჩვენ კი მხოლოდ ვუახლოვდებით ხოლმე მათ, როცა ზნეობრივად თანახატვექმნებით. ძალზე მცირედნი თუ შესძლებენ ადამიანთაგან არსებითად, არსისმიერად გაითავისონ სულიერი რამ მანამდე, ვიდრე სინამდვილეში ეზიარებიან მას, უცვალებელს. ჩვენს უმრავლესობას კი მხოლოდ გარკვეული მიმსგავსება თუ შეუძლია სათნოებებთან და არა თვით მათი არსის შეძენა თავის არსებაში.
 
თემატური კითხვები
0