წმ. იოანე ოქროპირი

აწ უკუე რომელი შენდობაი იყოს ჩუენდა, ვინაითგან არა პატივ-ვსცემთ ბრძანებულსა ღმრთისასა, ვითარ-იგი

აწ უკუე რომელი შენდობაი იყოს ჩუენდა, ვინაითგან არა პატივ-ვსცემთ ბრძანებულსა ღმრთისასა, ვითარ-იგი პატივ-ვსცემთ ბრძანებულსა კაცისა ჩუენისავე ბუნებისასა. ამისთუის ბრძანებულ არს ჩუენდა, რაითა ვიტყოდით ლოცვასა შინა: "მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტეობთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა". რომელიმცა მცნებაი იყო ამისა უმჯობესი და უსუბუქესი, რამეთუ გყო შენ მსაჯულმან ხელმწიფე ცოდვათა შენთა მოტევებასა ზედა!
    აწ უკუეთუ მცირედ მიუტეო, მცირედცა მოგიტეოს; და უკუეთუ ფრიად მიუტეო, ფრიადცა მოგიტევნენ. უკუეთუ შენ მიუტეო ყოველივე სიწმიდითა გულისაითა, ეგრეთვე შენ ღმერთმან მოგიტეოს. და უკუეთუ რაჟამს მიუტეო და შეიყუარო იგი მეგობრად საყუარელად, ეგრეთვე ღმერთმან ყოს შენ თანა სიყუარული. აწ უკუე რაიცა უმეტეს გარდაჰრიოს შეცოდებაი ჩუენდა, ეგოდენცა უმეტეს მივისწრაფოთ მშვიდობისა ყოფად, რამეთუ მიზეზ გუექმნა ურიცხუთა შეცოდებათა ჩუენთა შენდობისა. რაი უკუე გავნო მოყუასმან შენმან? მონაგებნი მოგიხუეჭნაა, ანუ განგხადა სამკუიდრებელით შენით, ანუ უსამართლოი გიყოა შენ? და არა მარადის ხოლო ვიტყუი, არამედ ნუუკუეცა სიკუდილი შენი ენება და შთაგაგდო შენ მრავალფერთა ჭირთა და განსაცდელთა, და ყოველნი ძუირნი მოაწია შენ ზედა, და არარაი ბოროტი დაუშთა, რომელი არა გიყო შენ, რომელი სხუასა კაცსა კაცისადა არა უყოფიეს. ამის შემდგომად უკუეთუ ძუირსა იხსენებდე მისთუის და გულ-მანკიერ იყო მის ზედა, არა ღირს ხარ შენ მოტევებისა. და ვითარ ესე გაუწყო, გულისხმა-ყავ.
 
თემატური კითხვები
6