იოსებ ათონელი (ისიხასტი)

შემოქმედმა, რომელმაც თიხა შექმნა, შემადგენლობა აიღო ოთხი სტიქიიდან: მშრალი, მშრალი, ნოტიო, ცხელი და

შემოქმედმა, რომელმაც თიხა შექმნა, შემადგენლობა აიღო ოთხი სტიქიიდან: მშრალი, მშრალი, ნოტიო, ცხელი და ცივიდან - ამიტომ ყოველ წამს აუცილებელია, რომ ადამიანი იტანჯებოდეს ყოველი სტიქიის ცვალების შესაბამისად. ანუ შრებოდეს, ნოტივდებოდეს, ცხელდებოდეს და ცვიდებოდეს. და თუ რომელიმე სტიქიის თვისებები ჭარბობს, აუცილებლობით ავადდება სხეული. და ცხადია, მასთან ერთად იტანჯება სულიც. და გონებას არ ძალუძს გონებრივ მოძრაობათა შესრულება, რადგან სხეულთან ერთად მოიკოჭლებს.
    შრება სხეული მზის სიმხურვალისაგან? გონებაც შრება. წვიმისას ნოტივდება და დუნდება სხეული? გონებაც დუნე ხდება. ცივდება სხეული, როცა ქარი უბერავს? სიჭარბით მრავლდება ნაღველი, გონებაც ბნელდება და მხოლოდ წარმოდგენები ბატონობენ.
    ასე რომ, ყველა ამ ცვლილებისას მადლი თუმცა კი არსებობს, მაგრამ არ მოქმედებს, რადგან ორგანოებია დაავადებული, ჩვენმა მტერმა ეშმაკმა კი იცის, როგორ იბრძოლოს ყოველი ცვლილებისას. რადგან სიმშრალით გასასტიკებს, რომ ქვასავით გახდე, რომ კამათობდე, არ იჯერებდე. სიცივით მოშურნეობის გაგრილება იცის, ღმრთაებრივისადმი ცივი და გაქვავებული რომ გახდე. ცხელით - რომ მრისხანებდე და ღელავდე, რათა ჭეშმარიტება ვერ გაარჩიო. რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ჭარბობს სისხლი და სითბოთი მოძრაობაში მოჰყავს ჟინი, ვნებიანი ნაწილი, და მრისხანება. ნოტიოთი კი შენში ბადებს ძილქუშს, მოდუნებას, სისუსტეს, მთელი სხეულის უილაჯობას.
 
თემატური კითხვები
6