წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ეშმაკები ჯერ ჩვენი გონების დაბნელებას ცდილობენ, შემდეგ კი იმას ჩაგვაგონებენ, რასაც მოისურვებენ;

ეშმაკები ჯერ ჩვენი გონების დაბნელებას ცდილობენ, შემდეგ კი იმას ჩაგვაგონებენ, რასაც მოისურვებენ; რადგან თუ გონება თვალს არ დაიბნელებს, მაშინ ჩვენს საუნჯეს ვერავინ მოგვტაცებს, მაგრამ სიძვის ეშმაკი ამ საშუალებას სხვებზე ხშირად იყენებს. ხშირად გონებას, ამ მბრძანებელს, დააბნელებს და კაცთა წინაშე ისეთ საქმეებს აღგვასრულებინებს, რომელთაც მხოლოდ შეშლილები აკეთებენ. როდესაც ის გამოფხიზლდება, მარტო ჩვენი მოქმედების მხილველების კი არ გვრცხვენია, არამედ თვით ჩვენი თავის წინაშე, იმ ქმედების, სიტყვის და მოძრაობის გამო და ჩვენი ყოფილი სიბრმავე გვაშინებს. ამიტომ ბევრმა, როდესაც ყველაფერი განსაჯა, ამ ბოროტებას განერიდა.
 
თემატური კითხვები
0