ადამიანებთან დამოკიდებულებაში: ა) სნეული უნდა ფრთხილობდეს, რომ მშობლები, ნაცნობები, ექიმები,

ადამიანებთან დამოკიდებულებაში:
    ა) სნეული უნდა ფრთხილობდეს, რომ მშობლები, ნაცნობები, ექიმები, მომსახურენი არ შეურაცხყოს მოუთმენლობით, დრტვინვით, სიჯიუტით, ჩივილებით, სიანჩხლით.
    ბ)პირიქით, მართებს მოთმინება, სიმშვიდე, მორჩილება, გაწეული სამსახურისთვის მადლიერება.
    ასევე უნდა გამოავლინოს კეთილი განწყობა, სითბო, ქრისტიანული სიყვარული უცხოების, მტრებისა და იმათ მიმართაც, ვისი ნახვაც არ სიამოვნებს.
    საკუთარი თავის მიმართ:
    ა) ავადმყოფს მართებს ჯანმრთელობის აღსადგენად არ უგულებელყოს რიგიანი სამედიცინო საშუალებები, მაგრამ ამაზე შფოთით და გადაჭარბებით არ უნდა ზრუნავდეს.
    ბ) უპირველეს ყოვლისა და უმეტესად მართებს ზრუნვა სულის ზნეობრივი განკურნებისთვის, სულისთვის მარადიული ხსნის დამკვიდრებისთვის, რაც მომავლისთვის არ უნდა გადადოს.
    გ) არ მიეცეს მოუთმენლობას, სულმოკლეობას, სიკვდილის შიშს, სასოწარკვეთილებას, დრტვინვას, რადგან ეს ყოველივე უფრო მეტად ამძაფრეფს სნეულებას. უნდა დაიცვას და გამოავლინოს კეთილგანწყობილება, რომლის შენარჩუნებას უნდა ვეცადოთ დამრიგებლური საუბრებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლოცვა ღვთის მიმართ, რომ მან შეუმსუბუქოს ტანჯვა ან მიანიჭოს მოთმინება ავადმყოფობის მოთმენისთვის და განკურნოს, თუკი ეს სათნოა მისთვის და სასარგებლო ავადმყოფისთვის. დავიმშვიდოთ თავი იმაზე ფიქრით, რა მიზნით უშვებს უფალი სნეულებას, რა სარგებელი მოაქვს სნეულისთვის, ვინც გონივრულად ითმენს მას.
 
თემატური კითხვები
0