
ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
ყველაფერი ღმრთისგანაა - სნეულებებიც და სიჯანსაღეც; ღმრთისაგან ყველაფერი ცხონებისათვის გვეძლევა. შენც
ყველაფერი ღმრთისგანაა - სნეულებებიც და სიჯანსაღეც; ღმრთისაგან ყველაფერი ცხონებისათვის გვეძლევა. შენც ასე მიიღე შენი სნეულება და ჰმადლობდე ღმერთს, რომ შენი ცხონებისთვის ზრუნავს. რით შეეწევა ღმრთისაგან მოცემული სნეულება ჩვენს ცხონებას, ეს შეიძლება არ გამოვიძიოთ, იმიტომ, რომ ალბათ ვერც გავიგებთ. ღმერთი სნეულებას ზოგჯერ სასჯელად გვიგზავნის, როგორც ეპიტიმიას; ზოგჯერ გონზე მოსასვლელად, რომ გამოფხიზლდეს კაცი; ზოგჯერ უბედურებისაგან გადასარჩენად, რომელშიაც ჩავარდებოდა კაცი, ჯანმრთელად რომ ყოფილიყო; ზოგჯერ იმისთვის, რომ კაცმა მოთმინება გამოავლინოს და ამით უფრო დიდი ჯილდო მიიღოს; ზოგჯერ რომელიმე ვნებისაგან განსაწმენდად; და კიდევ სხვა მრავალი მიზეზით.
|