წმ. ბასილი დიდი

სულიწმიდისაკენ ისწრაფის ყველა, ვინც კი კურთხევას საჭიროებს. სულიწმიდა სურს ყველას, ვინც კი სათნოებით

სულიწმიდისაკენ ისწრაფის ყველა, ვინც კი კურთხევას საჭიროებს. სულიწმიდა სურს ყველას, ვინც კი სათნოებით ცხოვრობს, ვინც დარწყულებულია მისი ერთგვარი შთაგონებით და იმად შეწევნული, რომ მისთვის დამახასიათებელ და ბუნებრივ დასასრულს მიაღწიოს. იგი სხვებს სრულყოფს, თავად კი არაფერს საჭიროებს. იგი ჰგიებს განახლების გარეშე და არის ცხოვრების მომნიჭებელი. იგი მატების გზით კი არ აღორძინდება, არამედ იმთავითვე და მარადის აღსავსეა, ყოვლადსრულია, საკუთარ თავზეა დაფუძნებული და ყველგან ჰგიებს. რამეთუ სული იყო უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, იყო და მარადის არის მამისა თანა და ძისა თანა. ხოლო თუკი რაიმეს წარმოიდგენ საუკუნეთა მიღმა, გულისხმაჰყოფ, რომ იგი სულის შემდეგაა. თუკი ქმნილებას წარმოიდგენ, მიხვდები, რომ ზეციური ძალები სულიწმიდით დაემკვიდრნენ. სულიწმიდისაგან მოემადლა ზეციურ ძალებს თანაზიარობა ღმერთთან, მიუდრეკელობა ცოდვისაკენ და ნეტარებაში ყოფნა.
 
თემატური კითხვები
0