
ავტორი:
წმ. მაკარი დიდი
არ არსებობს სხვა ისეთი სიახლოვე და თანაზიარობა, როგორიც ჩვენს უკვდავ სულს აქვს ღმერთთან და ღმერთს
არ არსებობს სხვა ისეთი სიახლოვე და თანაზიარობა, როგორიც ჩვენს უკვდავ სულს აქვს ღმერთთან და ღმერთს სულთან. ღმერთმა სხვადასხვა ქმნილებანი შექმნა, ცანი და ქვეყანა, მზე და მთვარე, მიწა და წყალნი, ნაყოფიერნი ხენი და პირუტყვთა მრავალგვარი სახეობა დაჰბადა. მაგრამ უფალი ღმერთი არც ერთ მათგანში არ დაიმკვიდრებს, არც ერთში არ შესახლდება თავის ამ ქმნილებათაგან და არ მოისვენებს. ყოველი ქმნილება ღმერთის ხელმწიფებას ექვემდებარება, მაგრამ არც ერთ მათგანში არ დაუმყარებია მას თავისი წმიდა საყდარი და არც ერთ მათგანთან არ შესულა თანაზიარობაში. მხოლოდ თავისი ერთი ქმნილების, თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის გულისთვის ინება ღმერთმა ყოველი ამის აღსრულება, მასთან შევიდა თანაზიარობაში და მასში დაიმკვიდრა მოსასვენებლად. და განა ამ უდიდეს მოვლენაში ღმერთის ნათესაობა არ გაცხადდება ადამიანთან და ადამიანისა შემოქმედ ღმერთთან?
|