წმ. ბასილი დიდი

თუ გსურს ისაუბრო ან ისმინო ღმერთის შესახებ, განუდექ საკუთარ სხეულს, ხორციელ გრძნობებს, დაუტევე მიწა,

თუ გსურს ისაუბრო ან ისმინო ღმერთის შესახებ, განუდექ საკუთარ სხეულს, ხორციელ გრძნობებს, დაუტევე მიწა, ზღვა, ჰქმენ ისე, რომ ჰაერი შენს ქვემოთ აღმოჩნდეს; განვლე წელიწადის დროთა თანმიმდევრობა და დედამიწის მშვენებანი; ასცდი ეთერს, მოიხილე ვარსკვლავნი, მათი სილამაზე, სიდიადე, მათგან ბოძებული სიკეთე, კეთილწყობა, სინათლე, მდებარეობა, მოძრაობა, რაც აკავშირებთ და განაშორებთ მათ. შემდეგ დაივიწყე ეს ყოველივე, გონებით მიმოიარე ცა, ასცდი მას და ფიქრებით მიმოიხილე იქაური მშვენიერებანი: ანგელოზთა ზეციური მხედრობა, მთავარანგელოზთა მთავრობა, უფლებათა დიდება, საყდართა, ძალთა, მთავრობათა და ხელმწიფებათა პირველმჯდომობა. განვლე ყოველივე, ქვემოთ დატოვე ყველა ქმნილება; გონებით გასცილდი მათ საზღვრებს და ფიქრებში წარმოიდგინე ღვთაებრივი ბუნება; უძრავი, გარდაუქმნელი, უცვალებელი, უვნებო, მარტივი, შეუდგენელი, განუყოფელი, ნათელი მიუწვდომელი, ძალა გამოუთქმელი, სიდიადე უკიდეგანო, დიდება სხივოსანი, სიკეთე სანუკვარი, მგრძნობიარე სულისათვის გამაოგნებელი მშვენიერება აღუწერელი, რომლის ღირსეულად გამოხატვა სიტყვებს არ ძალუძთ.
 
6