ამპარტავნებისაგან იშობებიან შეურაცხება მოყვასთა, სიძულვილი ძმათა, უმორჩილოება უხუცესთა თვისთა,

ამპარტავნებისაგან იშობებიან შეურაცხება მოყვასთა, სიძულვილი ძმათა, უმორჩილოება უხუცესთა თვისთა, მრისხანება უდარესთა თვისთა და ამათ გამო იშვების ბრძოლა და კაცის კვლა. ამპარტავნებისაგან დაიბადების მოუსმინარობა, თავდაჯერებულება და ცუდდიდებობა. და ამათ მიერ იქმნება მიღება ცნობისა, დატევება სჯულისა.
    რაღასა ვაგრძელებ! ამპარტავნებისა შვილნი არიან ეშმაკნი და მის მიერნი მოხმულნი ცოდვანი, რომელნი იქმნებიან კაცთა მიერ, - შემაწუხებელნი ღმრთისანი. არავინ ამპარტავანთაგან დაემკვიდრა ქრისტეს თანა, გარნა მდაბალნი და შეურაცხების მოყვარენი და არა ზვავნი მოწაფე იქმნნეს უფლისა, არამედ სათნოების მყოფელნი, არა ზეშთა მჩენნი იქმნეს ძედ სასუფევლისა, არამედ თავგანწირულნი, არა ცუდდიდების მოყვარენი აღფრინდებიან ზეცად, არამედ ნებსით დაგლახაკებულნი.
 
თემატური კითხვები
0