წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

საკუთარი თავის წინაშე ვაღიაროთ, ძმანო ჩემნო, რომ ღვთის თვალში მთელი ჩვენი სული დაავადებულია და

საკუთარი თავის წინაშე ვაღიაროთ, ძმანო ჩემნო, რომ ღვთის თვალში მთელი ჩვენი სული დაავადებულია და ჭრილობებით ისეა დაფარული, როგორც იობის სხეული იყო დაფარული წყლულებით და მატლების მიერ იყო შეჭმული. როდესაც ცოდვა ადამიანზე ბატონობას იწყებს, მაშინ ეს ადამიანი ცოდვის შედეგით - სიკვდილით ისჯება. რამდენჯერ ვიმსახურებდით ამ სასჯელს ყველა იმ ცოდვის გამო, რომელიც ჩვენ დაგვეუფლა? მომაკვდინებელ ცოდვას მეყსეულად რომ შეეძლოს ჩვენი ჯოჯოხეთში ჩაგდება, უკვე რამდენგზის ვიქნებოდით იქ ჩაგდებულნი ჩვენი ცოდვებიანად? მაგრამ, ამის მიუხედავად, უფალი თავისი გადამეტებული და უდიდესი მოწყალებით არ განგვაგდებს და არა მხოლოდ გვითმენს ამდენ ხანს ჩვენი ცოდვებიანად, არამედ თავის განუსაზღვრელ მადლსაც გვიწყალობებს.
 
თემატური კითხვები
0