ღვთის ქმნილებათაგან ერთადერთმა ადამიანმა მიიღო მეტყველების ნიჭი. წმიდა მამები ამით ადამიანში ღვთის
ღვთის ქმნილებათაგან ერთადერთმა ადამიანმა მიიღო მეტყველების ნიჭი. წმიდა მამები ამით ადამიანში ღვთის „ხატებას“ ხედავენ, იმიტომ, რომ თვით ღმერთი განგვეცხადა ჩვენ, როგორც სიტყვა (იოან. 1, 1). მაგრამ ეს უმაღლესი ნიჭი ამავდროულად უდიდეს საფრთხედაც გვევლინება. როდესაც ჭეშმარიტად გამოხატავს ადამიანის არსს, მის თვითგამოხატულებას, ეს ნიჭი სწორედ ამიტომ შეიძლება იქცეს დაცემის, თვითგანადგურების, სიცრუის და ცოდვის მიზეზად. სიტყვა აცხოვნებს და მოაკვდინებს; სიტყვა გააცოცხლებს და მოწამლავს. სიმართლე სიტყვით გამოიხატება, მაგრამ სიტყვით ეშმაკეული ტყუილიც სარგებლობს. რამდენადაც უმაღლეს დადებით ძალას ფლობს, ამის გამო მას უზარმაზარი უარყოფითი ძალაც აქვს. ის ქმნის დადებითსა და უარყოფითსაც. როდესაც სიტყვა თავისი საღვთო ბუნებისა და დანიშნულებისგან გადაიხრება, ის ხდება ამაო (ამაოდმეტყველება, ცუდადმეტყველება). ის განამტკიცებს უქმობის, მოწყინების (მიმომწვლილველობის) და მთავრობისმოყვარეობის სულს და ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცევა. მაშინ სიტყვა ჭეშმარიტად ცოდვის ბატონობის ქვეშ ექცევა.
|