წმ. სილუან ათონელი
თემა: ხიბლი

ზეციური შეიცნობა სულიწმიდით, მიწიერი კი გონებით, მაგრამ, ვისაც უნდა შეიცნოს ღმერთი თავისი გონებითი

ზეციური შეიცნობა სულიწმიდით, მიწიერი კი გონებით, მაგრამ, ვისაც უნდა შეიცნოს ღმერთი თავისი გონებითი მეცნიერებისაგან, იგი ხიბლშია, იმიტომ, რომ ღმერთი შეიცნობა მხოლოდ სულიწმიდით. თუ შენ გონებით ხედავ ეშმაკებს, ჰყავ მორჩილება და ეცადე არ დაინახო; სწრაფად მიდი მოძღვართან ან ბერთან, რომელიც შენ გხელმძღვანელობს. ყველაფერი მოუყევი სულიერ მამას და მაშინ უფალი შეგიწყალებს, გაგათავისუფლებს ხიბლისაგან. ხოლო, თუ გაიფიქრებ, რომ სულიერ ცხოვრებაში შენ მეტი იცი მოძღვარზე და არ ეტყვი მას აღსარებაზე, რაც შენში ხდება, მაშინ აუცილებლად დაშვებული იქნება შენზე ხიბლი გამოსაფხიზლებლად.
 
თემატური კითხვები
0