image

თემა: მარხვა


სწავლა ჲზ. მარხვისათვისვე.

საყვარეელნო! მარხვა დედა არს სიწმიდისა და წინამძღვარი მარხვისა. მარხვა ცხად მყოფელი არს სინანულისა, და ყვავილი ყოვლისა კეთილისა ნაყოფისა! მარხვა არა ჭამადთა ხოლო ოდენ გამოისახვის, არამედ ყოველთა ვნებათაგან ჯერ არს მარხვაი და უფროსად ჭეშმარიტი მარხვა ესე არს, რათა მარხვისა ჩვენისა პურსა მივსცემდეთ მშიერთა და შევმოსდეთ შიშველთა, რათა მუნ გამოგვზარდნეს ჩვენცა ქრისტემან შეგვმოსოს სამოსელი უხრწნელებისა.
    უკეთუ აქა დავიმარხნეთ ქრისტეს მცნებანი და ვასვათ წყურიელსა, მუნ არღარა ვსთქვათ, ვითარცა მან მდიდარმან, შვებასა შინა მყოფმან, თუ "მოავლინე ლაზარე, რათა განმიგრილოს სასაი ჩემი". უკეთუ აქა შევიწყნაროთ უცხოი, მუნ ქრისტე სავანეთა მრავალთა განგვიმზადებს; უკეთუ მივიდეთ საპყრობილესა შინა მყოფთა, ქრისტემანცა გვიხსნეს საპყრობილისაგან, უკეთუ უცხოი შევიწყნაროთ, ქრისტემანცა შეგვიწყნარნეს უცხო ქმნილნი ეს სასუფეველისაგან ცათასა, უკეთუ უძლური ვიხილოთ, ქრისტემანცა ადრე განგვათავისუფლნეს უძლურებისაგან ჩვენისა. და ამისთვის, გევედრები, საყვარელნო ძმანო! აქა მივსცეთ მცირედნი დიდთა მათ ნიჭთათვის, ვიდრეღა ჟამი გვაქვს. ვჰსთესოთ ცრემლითა, რათა მოვიმკოთ სიხარულით. რამეთუ აწ არს ჟამი თესვისა და რომელმან არა ჰსთესოს, საწყალობელ არს იგი. ნუმცა უკვე უდებ ვიქმნებით, ძმანო, არამედ ვიმარხოთ მარხვა კეთილი, და შევინანნეთ ცოდვანი ჩვენნი, ვსთესოთ თესლი მოწყალებისა ხელთა შინა გლახაკთასა, რათა მოვიღოთ ნაყოფი მდიდრად და გვირგვინი ხელისაგან ქრისტესისა და ესრეთ ბრწყინვალებითა სასუფეველსა ცათასა მკვიდრ ვიქმნეთ ყოველნი მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები