
ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წყარო:
სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II [გვ. 210]
737. უფალმა თქვა: ნეტარ იყვნენ მგლოვარენი (მათე 5, 4); ხოლო მოციქული ამბობს: მარადის გიხაროდენ (1
737. უფალმა თქვა: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“ (მათე 5, 4); ხოლო მოციქული ამბობს: „მარადის გიხაროდენ“ (1 თეს. 5, 17) და „პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით“ (რომ. 12, 10). მითხარი: რომელი საქმე ერაცხება ადამიანს გლოვაში და რომელი მუდმივ მხიარულებაში? და შესაძლებელია თუ არ ორივეს - გლოვის და მხიარულების თანაარსებობა?
გლოვა ღვთისნიერი სევდაა, რომელსაც სინანული შობს; სინანულის ნიშნები კი: მარხვა, ფსალმუნთა გალობა, ლოცვა და ღვთის სიტყვის შესწავლაა. მხიარულება ღვთისნიერი სიხარულია, რომელიც სხვებთან შეხვედრისას წესიერად მჟღავნდება სახის გამომეტყველებასა და სიტყვაში. დაე, გულმა გლოვა შეინარჩუნოს, ხოლო სახემ და სიტყვამ შესაფერისი ხალისი.
|