ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: მორჩილება
შენი წყლულები აჩვენე მკურნალს და ნუ შეგრცხვება უთხრა მას: - მამაო, ეს არის ჩემი წყლულები, ესაა ჩემი ჭრილობები, ისინი ვინმე სხვამ კი არ შემამთხვია, არამედ საკუთარი სიზარმაცით დამემართა. არავინ არაა დამნაშავე, არც ადამიანი და არც ბოროტი სული, არც ხორცი და არც - სხვა რაიმე, არამედ - მხოლოდ ჩემი დაუდევრობა.
აღსარებაზე როგორც გარეგნულად, ისე შინაგანი გრძნობითა და აზრით იდექო - როგორც მსჯავდებული ავაზაკი - მიწისკენ თავდახრილი და თუ შეგიძლია, ცრემლით დაალტვე შენი მსაკულისა და მკურნალის ფეხები,ვითარცა ფეხნი ქრისტესნი. ეშმაკებს სჩვევიათ, ჩაგვინერგონ, რომ ან საერთოდ არ ვუთხრად აღსარება სულიერ მამას, ან ვუთხრათ ცოდვები, თითქოს ისინი სხვისი იყოს, ან დანაშაული მათ გამო სხვას გადავაბრალოთ.