ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: საკუთარი თავის გამტყუნება
766. როდესაც აშკარაა, რომ მე ვინმეს წინაშე არ შემიცოდავს, არამედ პირიქით, მან შესცოდა ჩემს წინააღმდეგ, მაშინ როგორ ვუსაყვედურო საკუთარ თავს? ასე მაგალითად: თუ მგზავრობის დროს შემხვდება ისეთი ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, და არც შეხვედრისას ვეტყვი რამეს, ხოლო ის უმიზეზოდ გამარტამს, როგორ უნდა ვუსაყვედურო საკუთარ თავს ამ შემთხვევაში?
შეძლებ, თუ იტყვი: დამნაშავე ვარ, ამ გზით რომ წამოვედი. ამ გზით რომ არ წამოვსულიყავი, მაშინ არ შევხვდებოდი ამ ადამიანს და ის არ გამლახავდა. ხომ ხედავ, ამ შემთხვევაშიც შეგიძლია საკუთარი თავის დადანაშაულება.