წმ. თეოფანე დაყუდებული - განუწყვეტელი ლოცვა
წმ. თეოფანე დაყუდებული

თემა: განუწყვეტელი ლოცვა,  საქმე

რასაც გიბრძანებენ, მიიღეთ, როგორც ღვთისგან დავალებული საქმე და შინაგანი წინააღმდეგობის გარეშე ხალისიანად შეასრულეთ. გულში ღრმად ჩაიბეჭდეთ ეს უკანასკნელი სიტყვები და მათი ჩაგონებით იმოქმედეთ. ყველანაირი ბრძანება უშუალოდ ღვთისგან მომდინარე სიტყვად მიიღეთ და როგორც საღმრთო საქმე, ღვთის წინაშე სრული გულმოდგინებითა და ყურადღებით შეასულეთ დ არა ისე, თითქოს ადამიანებს ემსახურებოდეთ; ღმერთი ყოველივეს ხედავს. გეშინოდეთ მსჯავრისა, რომელიც ყველასთვისაა განკუთვნილი, ვინც ღვთის საქმეს უდიერად აღასრულებს (იერ. 48, 10). გთხოვთ, ეს რაც შეიძლება კარგად დაიმახსოვროთ.
    ჩაწვდით იმას, რომ ღმერთმა თქვენდამი დამოკიდებულება შეიცვალა და არ ქნათ რაიმე ისეთი, რაც ღვთისათვის სათნო არ იქნება. აქამდე ხომ ტაძარში მოკრძალებულად, მყუდროდ იდექით, ლოცულობდით და ლოცვა გათბობდათ; სენაკშიც ასევე - ყველაზე მეტად დროს ლოცვას უთმობდით. ახლა ტაძარში საქმეა და სენაკშიც - საქმე. როგორ ფიქრობთ, ეს ტყუილუბრალოდ ხდება? არა. ღმერთი მეორე ნაბიჯის გადადგმას გთავაზობთ. ადრე მხურვალე ლოცვაში იყავით, მაგრამ მრჩიებით არ გამოიცდებოდით. ახლა იმავე ლოცვაში ყოფნას სწავლობთ - ოღონდ საქმის კეთების დროს. თქვენგან უფალს ეს სურს. საქმეც უნდა აკეთოთ და გონებითაც ღმერთს არ მოშორდეთ, ანუ ისე უნდა იყოთ, თითქოს ლოცვაზე დგახართ. ეს კანონია: ხელებით ისაქმოთ, ხოლო გონებით და გულით ღმერთთან იყოთ. წერეთ, ოღონდ გონებით ღმერთს ნუ მოშორდებით, სითბოსაც ნუ შეამცირებთ და სიფხიზლეს ნუ მოადუნებთ. ასევე ხდება, როცა ტაძარს ემსახურებით. ამაში როგორ მომაგრდეთ, საქმე გასწავლით. და ახალ გამოცდილებას შეიძენთ, რომელიც კიდევ უფრო განგამტკიცებთ შიგნით - მყოფობაში.
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები