image

თემა: მორჩილება

თქვენ გგონიათ, როცა გადაწერის მორჩილება არ გქონდათ უკეთესად იყავით?! ეს თავის მოტყუებაა. შეუპასუხებელი მორჩილება, როცა ჩვენი გემოვნება უგულებელყოფილია, ყველანაირ ღვაწლზე უფრო ფასეულია და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკარგავთ ამ საუნჯეს, თუ დაუდევრად შეასრულებთ ან უფრო მაშინ, როცა ის მხოლოდ გარეგნულად აღესრულება. თვითუარყოფას ღმერთი ყოველთვის გვინაზღაურებს. რა იოლად უყურებთ მორჩილების საქმისადმი თქვენს შეწინააღმდეგებას. გუშინ აღთქმას იძლეოდით, რომ ყველაფერში იღუმენიას დაემორჩილებოდით, ახლა კი უარს ახლა კი უარს ამბობთ მსუბუქი მორჩილების შესრულებაზე! ნუთუ ასე აღასრულებთ აღთქმას? სიტყვა მორჩილების შესახებ აღთქმულია ბოლო ამოსუნთქვამდე და თქვენი სქემით შემოსვის საფუძველია. ახლა ეს აღთქმა დარღვეულია და თქვენ თავად გააყენეთ თავი ამ ხარისხისაგან, რომლისკენაც ერთი ნაბიჯი თითქოს გადადგმული გქონდათ. სინანული და ტირილი გმართებთ ამის გამო. ასე ხომ თქვენი შინაგანი წყობა დაირღევავა და შესაძლოა, უკვე დაირღვა კიდეც, თუმცა გარეგნულად ის შენდებოდა. სასჯელს იმსახურებთ ამის გამო.
    კეთილი ინებეთ, სამ-სამი მუხლმოყრა აღასრულეთ და ტირილით ევედრეთ უფალს, რომ ის ურჩი და მატყუარა შეიწყალოს, რომელიც სიტყვებით ერთს აღუთქვამს, ხოლო საქმით სხვას აკეთებს. სულის სიღმეში შეინანეთ! ეს ხომ აზრისეული ცოდვა არაა, ნამდვილი. ღმერთსაც ევედრეთ, რომ შთააგონოს მას, ვისაც ეს ეხება, ისევე დაგიწესოთ ეს მორჩილება და როცა ის მოგეცემათ ან მოგენდობათ, მუხლმოყრაც მაშინ შეწყვიტეთ. მაგრამ წინამძღვარს ამის შესახებ არაფერი უთხრათ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები